OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , სანდრო ეულის ქუჩასა და ნაფეტვრებისაკენ მიმავალი გზის მიმდებარედ

AR1663160სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება21 თებერვალი, 2019- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4413721
გადაწყვეტილების თარიღი
14 მარტი, 2019
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
6 დეკემბერი, 2017 – 6 ივნისი, 2019
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან ზარიძე
ორგანიზაცია
35459
დეველოპერი (ს/კ)
405236748

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.009.022
მესაკუთრე
ირაკლი მაღრაძე (P/N: *********71) (P/N: *********71)
ფართობი
525 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1663160
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
21 თებერვალი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 14 მარტი, 2019ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3717150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 21 თებერვალს №AR1663160 განაცხადით მომართა ლევან ზარიძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3717150 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3717150 ბრძანებით, ქ. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩასა და ნაფეტვრებისაკენ მიმავალი გზის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსბეულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.05.009.022), დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 06 დეკემბრიდან 2019 წლის 06 ივნისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ლელა მაისურაძე (პ/ნ: 01002028620). წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3717150 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად ლელა მაისურაძის (პ/ნ: 01002028620) ნაცვლად შპს „ულტრა დეველოპმენტი“-ს (405236748) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N892018295710, მომზადების თარიღი: 16/04/2018 17:28:21) მიხედვით, N01.14.05.009.022 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ულტრა დეველოპმენტი“ (405236748). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადების რეგისტრაცია - B18043539, მომზადების თარიღი: 19/04/2018 13:28:22) შპს „ულტრა დეველოპმენტი“-ს (405236748) ერთ-ერთი დირექტორია ლევან ზარიძე (პ/ნ: 01024005632). საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ულტრა დეველოპმენტი“-ს (405236748) საკუთრებას, რომლის წარმომადგენელიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ულტრა დეველოპმენტი“-ს (405236748) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3717150 ბრძანებაში და დამკვეთად ლელა მაისურაძის (პ/ნ: 01002028620) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ულტრა დეველოპმენტი“ (405236748). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3717150 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3717150 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 14 მარტი, 2019გადაწყვეტილება4413721 - თანხმობა
  3. 21 თებერვალი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა