ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის ფერდობის II,III და IV მ/რ-ის მიმდებარედ(ინტენსიფიკაციის გზის ზემოთ ნაკვეთი N40); ქალაქი თბილისი , ქუჩა ელგუჯა ამაშუკელი , შესახვევი I , N 34 , მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4420052
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 მარტი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ანტონ ზურაბიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405164441
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.015.402
- მესაკუთრე
- მოჰამად ჰ.მ.ა. ხადერ (P/N: *********90 C/N: 000189638)
- ფართობი
- 899 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.015.402საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1663608
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 თებერვალი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 25 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 მარტი, 2019გადაწყვეტილება4420052 - თანხმობა
- 19 მარტი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 22 თებერვალს №AR1663608 განცხადებით მომართა ანტონ ზურაბიშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ნუცუბიძის ფერდობის II,III და IV მ/რ-ის მიმდებარედ (ინტენსიფიკაციის გზის ზემოთ ნაკვეთი N40)/ ქალაქ თბილისში ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე, I შესახვევში, N 34-ში, მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.14.16.015.402) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის № 4280752 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდა შპს ,,ელმულლა’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405164441). სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის № 4379959 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში და სარდაფის ფართობად დაფიქსირდა 44.5 კვ.მ, საერთო ფართობად დაფიქსირდა 4355.2 კვ.მ, ასევე, სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებით შეთანხმებული -12.500, -9.900, 0.000 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2019 წლის 23 იანვარს №AR1657104 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საერთო ფართობად 4355.2 კვ.მ-ის ნაცვლად 4355,3 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 1655.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1655,8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 4355.3 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 1655,8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 თებერვალი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები-სამათლებრივი.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა