ქალაქი თბილისი , ქუჩა ფიზკულტურის , N 24 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ფიზკულტურის , N 26 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ბოჭორიშვილი , (ფიზკულტურის) N24
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4432647
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 მარტი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა მჭედლიძე
- ორგანიზაცია
- 51667
- დეველოპერი (ს/კ)
- 405008922
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.023.158
- მესაკუთრე
- შპს "ვესთ საიდ" (405008922)
- ფართობი
- 1 507 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.023.158საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1663698
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 მარტი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 მარტი, 2019გადაწყვეტილება4432647 - თანხმობა
- 27 მარტი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 იანვრის № 4328282 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 05 მარტს NAR1663698 განცხადებით მომართა პაატა მჭედლიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 04 იანვრის № 4328282 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 იანვრის № 4328282 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, ქუჩა ფიზკულტურის, N24/ქალაქი თბილისი, ქუჩა ფიზკულტურის, N26/ქალაქი თბილისი, ქუჩა ბოჭორიშვილი, (ფიზკულტურის) N24, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.10.13.023.158) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 04 იანვრიდან 2021 წლის 04 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 04 იანვრის № 4328282 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 8412.93 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს - 8411.29 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 1276.52 კვ.მ-ის ნაცვლად - 1288.59 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი 14173.28 კვ.მ-ის ნაცვლად - 14183.71 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 იანვრის № 4328282 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 8411.29 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1288.59 კვ.მ, საერთო ფართობი: 14183.71 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 იანვრის № 4328282 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 იანვრის № 4328282 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა