ქალაქი თბილისი , იმედაძის I ჩიხი N8
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4424961
- გადაწყვეტილების თარიღი
- 21 მარტი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვახტანგ ლაშხი
- დეველოპერი (ს/კ)
- 205188045
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.08.005.026
- მესაკუთრე
- ამხანაგობა "ბაგები-2007" (205188045) (205188045)
- ფართობი
- 757 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.08.005.026საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1664037
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 27 თებერვალი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 მარტი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 27 თებერვალს NAR1664037 განცხადებით მომართა ვახტანგ ლაშხმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, იმედაძის I ჩიხი N8–ში, ამხანაგობა ,,ბაგები–2007"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 14 მარტიდან 2013 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 28 სექტემბრის №4193105 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 სექტემბრის Nბ-19/01182151331-17 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებელობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის Nბ-19/0118288541-17 ბრძანებით, ქ. თბილისში, იმედაძის I ჩიხი N8–ში (საკადასტრო კოდი: N01.14.08.005.026) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 1165.5 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს - 1144.5 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 215.3 კვ.მ-ის ნაცვლად - 204.6 კვ.მ, მანსარდის ფართობი 277.8 კვ.მ-ის ნაცვლად - 281.2 კვ.მ ხოლო საერთო ფართობი 2182.1 კვ.მ-ის ნაცვლად - 2153.8 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია გასწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 1144.5 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 204.6 კვ.მ, მანსარდის ფართობი: 281.2 კვ.მ, საერთო ფართობი: 2153.8 კვ.მ. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებით შეთანხმებული -8.20, -4.50, ±0,00, +3.30, +6,60 და +9.90 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 21 მარტი, 2019გადაწყვეტილება4424961 - თანხმობა
- 25 თებერვალი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- bagebi 2007 gegmebi ganmartebiTi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა