ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 82
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4405065
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 მარტი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვლადიმერ აბრამიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404993600
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.10.001.077
- მესაკუთრე
- სახელმწიფო
- ფართობი
- 5 000 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.10.001.077საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1665463
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 მარტი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 მარტი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №4300669 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 05 მარტს NAR1665463 განცხადებით მომართა ვლადიმერ აბრამიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №4300669 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №4300669 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი N82–ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.14.10.001.077) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 13 დეკემბრიდან 2021 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის №4337418 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №4300669 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და დაფიქსირდა: საერთო ფართობი: 24868.2 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 13626.5 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 3507.5 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 2898.9 კვ.მ, დამხმარე ფართობი: 108.7 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი: 4726.6 კვ.მ. ასეევე, ამავე ბრძანებით შეთანმხებული -2, -1, მე-6, მე-12 და მე-14 სართულის გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 21 დეკემბრის №AR1651664 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №4300669 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების ბლოკების შესაბამისად გამოყოფა, წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის შესაბამისად. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადების რეგისტრაცია – №892018347233, მომზადების თარიღი: 01/05/2018 11:27:38) თანახმად, N01.14.10.001.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ჰილს დეველოპმენტი“-ს (404993600) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადების რეგისტრაცია - B18000322, მომზადების თარიღი: 04/01/2018 10:40:14) შპს „ჰილს დეველოპმენტი“-ს (404993600) დირექტორია ანრი ბაციკაძე (პ/ნ: 01024002223). სამსახურში წარმოდგენილია ანრი ბაციკაძის მიერ გაცემული, შესაბამისი წესით დამოწმებული, ვლადიმერ აბრამიშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: N190235231, რეგისტრაციის თარიღი: 05.03.2019). სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №4300669 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს შემდეგნაირად: „A“ ბლოკი: საერთო ფართობი: 7590.3 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 4205.6 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 841.8 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1087.2 კვ.მ. „B“ ბლოკი: საერთო ფართობი: 11754.4 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 6660.7 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 1762.7 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1323.4 კვ.მ. „C“ ბლოკი: საერთო ფართობი: 5523.5 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი: 2760.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 903.0 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 488.3 კვ.მ, დამხმარე ფართობი: 108.7 კვ.მ, ავტოსადგომების საერთო ფართობი: 4726.6 კვ.მ. მათ შორის: „A“ ბლოკისათვის: ავტოსადგომის ფართობი: 1455.7 კვ.მ. „B“ ბლოკისათვის: ავტოსადგომის ფართობი: 2007.6 კვ.მ. „C“ ბლოკისათვის: ავტოსადგომის ფართობი: 1263.3 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №4300669 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №4300669 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 მარტი, 2019გადაწყვეტილება4405065 - თანხმობა
- 5 მარტი, 2019ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა