OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა აკაკი ბელიაშვილი , N 36

AR1666224სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 მარტი, 2019- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4411189
გადაწყვეტილების თარიღი
13 მარტი, 2019
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან დავლაძე
დეველოპერი (ს/კ)
202208333

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.03.023.098
მესაკუთრე
შპს "მუხამბაზი" (202208333)
ფართობი
710 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1666224
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
7 მარტი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 მარტი, 2019ვადა გაგრძელდა10 დღით, ახალი ვადა: 22 აპრილი, 2019
  2. 13 მარტი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2019 წლის 7 მარტის AR1666224 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქ. #36-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: # 01.13.03.023.098) რესტორნის რეკონსტრუქციის (აივნის მიშენება) მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.13.03.023.098) საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებულია ვალდებულება შეზღუდვა-დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად საჭიროა მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აღნიშნული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით. ამასთან, იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა წარმოადგინოთ საპროექტო ობიექტის ესკიზი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად მშენებლობის ნებართვა 3 სტადიანია, კერძოდ: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ობიექტი არ ეხება მიწას, საჭიროა საკითხი დააყნოთ II - III სტადიაზე. აქვე გაცნობებთ, მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გასავლელად აუცილებელ დოკუმენტს წარმოადგენს: საინფორმაციო დაფა – რომელიც განთავსებული უნდა იქნეს რეალურ გარემოში თვალსაჩინო ადგილას. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე. წარმოდგენილი ფოტომასალა არის ფოტომანიპულაციის შედეგი და დაფის განთავსების ვალდებულების შესრულება ვერ დგინდება. საინფორმაციო დაფა – (განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში დაგეგმილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), რეალურ გარემოში თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ: ა) შენობა-ნაგებობის მისამართი; ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები; დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები. საჭიროა საინფორმაციო დაფაზე მიუთითოთ განაცხადის განხილვის ვადები და შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები. საინფორმაციო დაფა არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საპროექტო ორგანიზაციის შესახებ. დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 15 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2019 წლის 7 მარტის AR1666224 განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  3. 13 მარტი, 2019გადაწყვეტილება4411189 - სხვა
  4. 7 მარტი, 2019ფაილები აიტვირთა
  5. 6 მარტი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • beliaSvili_babilo_06 03 (01.13.03.023.098).dwg

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა