OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ, (ნაკვეთი N3/62)

AR1667191სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 მარტი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4442400
გადაწყვეტილების თარიღი
2 აპრილი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ ჭაჭიაშვილი
ორგანიზაცია
20705
დეველოპერი (ს/კ)
205215024

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.12.003.062
მესაკუთრე
ამხანაგობა "ტერა ვერა" (205215024) (205215024)
ფართობი
6 515 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1667191
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 მარტი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 12 მარტის №AR1667191, №AR1667186 და №AR1667188 განცხადებებით მომართა ზურაბ ჭაჭიაშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 17 აგვისტოს №313276, 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 და 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებებში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 17 აგვისტოს №313276 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ: №3/62), ამხანაგობა ,,ტერა ვერა"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ,,I" საცხოვრებელი კომპლექსი"–ს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 17 აგვისტოდან 2014 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2012 წლის 17 აგვისტოს №313276 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს "ენგი" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205000835). სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვ: №3/62), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.12.003.062). შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 18 აგვისტოდან 2017 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს "ენგი" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205000835). სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 ბრძანებაში და მშენებლობის ნებართვის ვადა გაგრძელდა 2017 წლის 18 აგვისტოდან 2020 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს "ენგი" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205000835). წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს "ენგის"-თან (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205000835) ერთად შპს ,,ვივა ჟვანია’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405307323) დაფიქსირებას. განმცხადებლის მიერ 2019 წლის 12 მარტის №AR1667191 განცხადებაზე წარმოდგენილია შპს ,,ენგი’’-ს დირექტორის ნუგზარ მიქელაძის მიერ გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლითაც დგინდება, რომ ნუგზარ მიქელაძე, როგორც ამხანაგობა ,,ტერა ვერა’’-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული, უფლებამოსილი პირი აცხადებს თანხმობას, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში შპს ,,ენგისთან’’ ერთად თანადამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ვივა ჟვანია’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405307323). განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შპს ,,ენგი’’-ს და შპს ,,ვივა ჟვანია’’ შორის დადებული 2019 წლის 01 მარტის შეთანხმება, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,,ვივა ჟვანიამ’’ შეიძინა № 01.14.12.003.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში უძრავი ქონება,(აღნიშნული ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით (საკადასტრო კოდი: № 01.14.12.003.062; განცხადების რეგისტრაცია: N 882019098353 - 12/02/2019 ; მომზადების თარიღი: 12/02/2019 12:20:19), მხარეები ასევე შეთანმხდნენ, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში დამკვეთად შპს ,,ენგისთან’’ ერთად დაფიქსირდეს შპს ,,ვივა ჟვანია’’. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: N 882019098353 - 12/02/2019 ; მომზადების თარიღი: 12/02/2019 12:20:19 ) ქალაქ თბილისში, შატბერაშვილის და კეკელიძის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი №3/62) № 01.14.12.003.062 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ამხანაგობა ,,ტერა ვერა’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205215024). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2015 წლის 17 აგვისტოს №2140427 ბრძანებაში მშენებლობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მშენებლობის ნებართვის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია ცვლილება შეიტანოს სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანებაში და დამკვეთად შპს ,,ენგისთან’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205000835) ერთად დაფიქსირდეს შპს ,,ვივა ჟვანია’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405307323). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ივლისის №4074917 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3879740 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 2 აპრილი, 2019გადაწყვეტილება4442400 - თანხმობა
  3. 25 მარტი, 2019ქალაქის პასუხი
  4. 25 მარტი, 2019ფაილები აიტვირთა
  5. 11 მარტი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა