ქალაქი თბილისი , ქუჩა ალექსიძე
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4448966
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 აპრილი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რობიზონ გეთიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 412724164
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.034.002
- მესაკუთრე
- რუსუდან გოგიტაშვილი (P/N: *********05) (P/N: *********05)
- ფართობი
- 1 579 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.034.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1667694
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 13 მარტი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 23 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4222794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 13 მარტს №AR1667694 განცხადებით მომართა რობიზონ გეთიაშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა სახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4222794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთნ დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის18 ოქტომბრის №4222794 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ალექსიძე, კერძო საკუთრებაშიარსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.13.034.002), მრავალფუნქციური შენობის (სასტუმრო და მრავალბინიანი), კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2018 წლის 01 ნოემბრის №4245163 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 17 დეკემბრის №4308097 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2018 წლის18 ოქტომბრის №4222794 ბრძანებაში და საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 1121.7 კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1269.75 კვ.მ, დამხმარე ფართობად 218.71 კვ.მ, კომერციული ფართობად 250.52 კვ.მ, საერთო ფართობად 10229.08 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4222794 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 14 ნოემბრის №AR1644123 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4222794 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად ითხოვს სასტუმროს ნომრების ფართობად 942.08 კვ.მ-ის ნაცვლად 948.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 10229.08 კვ.მ-ის ნაცვლად 10235.2კვ.მ დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4222794 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4222794 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: სასტუმროს ნომრების ფართობად დაფიქსირდეს 948.2 კვ.მ, საერთო ფართობად 10235.2 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4222794 ბრძანებით შეთანხმებული +3,60 ნიშნული გეგმა ჩანაცვლდეს 2019 წლის 13 მარტს №AR1667694 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4222794 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №4222794 და 2018 წლის 17 დეკემბრის №4308097 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 აპრილი, 2019გადაწყვეტილება4448966 - თანხმობა
- 4 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
- 4 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა
- 13 მარტი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები დაკორექტირებული.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა