ქალაქი თბილისი , ვარკეთილი 3-ის საცხოვრებელი რ-ნის , საზოგად. ცენტრის ტერ. ნაწილი , (ნაკვეთი N15/6)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4443680
- გადაწყვეტილების თარიღი
- 3 აპრილი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რევაზ ტყემალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400154319
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.39.015.019
- მესაკუთრე
- შპს "დუდე" (406170058)
- ფართობი
- 2 038 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.39.015.019საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1668094
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 14 მარტი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 20 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 3 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის №4276796 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 14 მარტს №AR1668094 განცხადებით მომართა რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის №4276796 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის №4276796 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-სამგორი, ვარკეთილი 3-ის საცხოვრებელი რ-ნის, საზოგად. ცენტრის ტერ. ნაწილი, ( ნაკვეთი N15/6), შპს "ემ ბილდინგ სითი" ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: N 01.19.39.015.019), განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, სავაჭრო ცენტრის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 11 მარტის № 4407466 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა 2018 წლის 27 ნოემბრის №4276796 ბრძანებაში და კომერციულ ფართობად დაფიქსირდა 2847.45 კვ.მ, საერთო ფართობად 3725.90 კვ.მ. სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის №4276796 ბრძანებით შეთანხმებული +4.30 და +10.90 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2019 წლის 18 თებერვლის №AR1662211 განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის №4276796 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ არქიტექტურული პროექტის შეთანხმების დროს გამორჩენილია კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 529.05 კვ.მ-ის და საერთო ფართობად 4254.95 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ– ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის №4276796 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი: 4254.95 კვმ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 529.05 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის №4276796 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის №4276796 და სამსახურის 2019 წლის 11 მარტის № 4407466 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 3 აპრილი, 2019გადაწყვეტილება4443680 - თანხმობა
- 14 მარტი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- DownloadServlet.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა