ქალაქი თბილისი , ქუჩა აბაშიძე , N 34
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4471884
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 აპრილი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ხოსრუაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 205209870
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.11.029.070
- მესაკუთრე
- ი.მ.ა. "ვაკე-საბურთალო 2006" (205209870)
- ფართობი
- 2 760 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.11.029.070საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1668952
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 18 მარტი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 18 მარტს №AR1668952 განცხადებით მომართა ნინო ხოსრუაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ქუჩა აბაშიძე , N 34, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N01.14.11.029.070) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 9560.4 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 9440.5 კვ.მ, კომერციული ფართობი 2620.8 კვ.მ-ის ნაცვლად 2775.7 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი 2056.3 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 2058.7 კვ.მ, ამასთან გამორჩენილია საზაფხულო ფართობი: 2922.4 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1257.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1256.8 კვ.მ შესაბამისად, საერთო ფართობი 15977.7 კვ.მ-ის ნაცვლად 18936.5 კვ.მ. განმცხადებლის მიერ ასვეე წარმოდგენილია გასწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 9440.5 კვ.მ, კომერციული ფართობი: 2775.7 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი: 2058.7 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 2922.4 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1256.8 კვ.მ. საერთო ფართობი: 18936.5 კვ.მ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 12 ივლისის №3392863 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 აპრილი, 2019გადაწყვეტილება4471884 - თანხმობა
- 19 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
- 19 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა
- 17 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
- 17 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა
- 15 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
- 15 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა
- 15 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა
- 18 მარტი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა