ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 22 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 24 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა გოძიაშვილი , N 24 , (ნაკვ. 20/52)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4490540
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 მაისი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 20 მარტი, 2019 – 20 სექტემბერი, 2020
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- სეიედამინ მანსური
- დეველოპერი (ს/კ)
- 405290180
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.10.020.178
- მესაკუთრე
- შპს "ულტრა პლიუსი" (211359493)
- ფართობი
- 2 434 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.10.020.178საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1673712
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 9 აპრილი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 5
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4400061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 09 აპრილის №AR1673712 განცხადებით მომართა სეიედამინ მანსურმა. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4400061 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4400061 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, გოძიაშვილის ქ. №22-ში, გოძიაშვილის ქ. №24 (ნაკვ. 20/52), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N 01.10.10.020.178), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 20 მარტის №4419149 ბრძანებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 20 მარტიდან 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის № 4400061 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ ავტოსადგომის ფართობად 1569.54კვ.მ-ის ნაცვლად 1650.02კვ.მ-ის დაფიქსირებას, განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმებზე არასწორად იყო დაფიქსირებული საზაფხულო ფართობების მაჩვენებლები და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გეგმების ჩანაცლვებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ავტოსადგომის ფართობის ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობიც და შეადგენს 12880.16კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4400061 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდეს 1650.02კვ.მ, საერთო ფართობად 12880.16კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4400061 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 09 აპრილის №AR1673712 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4400061 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 11 მარტის №4400061 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 მაისი, 2019გადაწყვეტილება4490540 - თანხმობა
- 2 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
- 30 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
- 30 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა
- 23 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
- 15 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
- 15 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა
- 8 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა