OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გივი კარტოზიას ქუჩა N10

AR1673929სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 აპრილი, 2019- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4458835
გადაწყვეტილების თარიღი
15 აპრილი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ჩირაძე
დეველოპერი (ს/კ)
405108244

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.16.004.194
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "მ2" (404465529)
ფართობი
14 079 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1673929
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
9 აპრილი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 აპრილი, 2019გადაწყვეტილება4458835 - თანხმობა
  2. 15 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 09 აპრილს №AR1673929 განცხადებით მომართა ირაკლი ჩირაძემ. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, გივი კარტოზიას ქუჩა №10-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.16.004.194), მრავალფუნქციური კომპლექსის (ბლოკი -,,ა", ,,ბ" და ,,ც") კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის № 4379461 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 18 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 19 თებერვლის № 4382041 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საერთო ფართობი 94 117,04 კვ.მ; სასწავლო აუდიტორიების ფართობი 545,28 კვ.მ; საზაფხულო ფართობი 7 557,12 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 25 თებერვლის № 4389508 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის №4360522 ბრძანებაში და საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა: 7574.02 კვ.მ, საერთო ფართობად 94 133.94 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გენ.გეგმაზე დატანილი კიბის უჯრედი (მასშტაბის გამო) არ არის აღქმადი და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას დაემატოს 2019 წლის 09 აპრილს №AR1673929 განცხადებაზე წარმოდგენილი გენ.გეგმა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ 2019 წლის 09 აპრილის №AR1673929 განცხადებაზე წარმოდგენილი გენ.გეგმა შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ გენ.გეგმები არ იცვლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქე ირაკლი ჩირაძის 2019 წლის 09 აპრილს №AR1673929 განცხადება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას დაემატოს 2019 წლის 09 აპრილს №AR1673929 განცხადებაზე წარმოდგენილი გენ.გეგმა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 და სამსახურის 2019 წლის 19 თებერვლის № 4382041 და 2019 წლის 25 თებერვლის № 4389508 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 9 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა