ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N20
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4462474
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 აპრილი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ადელინა მამედოვა
- დეველოპერი (ს/კ)
- 405231011
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.05.008.078
- მესაკუთრე
- გიორგი ავალიანი (P/N: *********06)
- ფართობი
- 4 712 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.05.008.078საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1675458
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 16 აპრილი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 აპრილი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის № 4460131 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 16 აპრილს №AR1675458 განცხადებით მომართა ადელინა მამედოვამ. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის № 4460131 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 05 მარტის № 4400794 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №20-ში, (ს/კ: №01.14.05.008.078), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის №4460131 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 15.04.2019 წ-დან 15.10.2020 წ-ის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 15 აპრილიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით’’ ნაცვლად მიეთითა ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით’’. განმცხადებელი ასევე ითხოვს, რომ აღნიშნული ბრძანებიდან ამოღებულ იქნას პირველი პუნქტი, რადგან, არქიტექტურული პროექტი უკვე შეთანხმებულია სამსახურის 2019 წლის 05 მარტის № 4400794 ბრძანებით. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 11 მარტის №AR1665929 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 32 თვეზე და სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის № 4460131 ბრძანებით მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ბრძანებაში შეცდომით დაფიქსირდა 2020 წლის 15 ოქტომბერი. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის № 4460131 ბრძანებიდან ამოღებულ უნდა იქნას პირველი პუნქტი, რადგან სამსახურის 2019 წლის 05 მარტის № 4400794 ბრძანებით უკვე შეთანხმებულია კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის № 4460131 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე ადელინა მამედოვას 2019 წლის 16 აპრილის №AR1675458 განცხადება. 2. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის № 4460131 ბრძანებაში, და აღნიშნული ბრძანება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 1. გაიცეს: ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №20-ში, შპს ,,ოლიმპ ჯორჯია”-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N01.14.05.008.078), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 2019 წლის 05 მარტის №4400794 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 15 აპრილიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. 3. განემარტოს დამკვეთს, რომ ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი კანონით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, მათ შორის: 3.1. სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; 3.2. საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად; 3.3. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების 61-ე მუხლის და „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 28.03.2007 წლის №62 დადგენილებით) მოთხოვნათა შესაბამისად; 3.4. კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან. 3.5. სავალდებულო საექსპერტო შეფასებ(ა)ები საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. 3.6. მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეებისა) ჭრის/გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ნებართვა. 3.7. მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა/ნებართვა.’’ 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 აპრილის № 4460131 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 აპრილი, 2019გადაწყვეტილება4462474 - თანხმობა
- 16 აპრილი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- კალენდარული გრაფიკი 32 თვე.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა