ქალაქი თბილისი , ჩიხი იუმაშევი , N 51-ის მიმდებარედ (ნაკვ. 003/031)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4510337
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 მაისი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნაზიბროლა მაღრაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205168539
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.15.003.115
- მესაკუთრე
- საქართველოში შპს მგს-ის წარმომადგენლობა (205168539)
- ფართობი
- 4 720 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.15.003.115საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1677304
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 23 აპრილი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 29 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მარტის №4422936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 23 აპრილს №AR1677304 განცხადებით მომართა ნაზიბროლა მაღრაძემ. განმცხადებელმა მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მარტის №4422936 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 20 მარტის №4422936 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ჩიხი იუმაშევი, N51-ის მიმდებარედ (ნაკვ. 003/031) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.15.003.115), საწყობის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 20 მარტიდან 2020 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 20 მარტის №4422936 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია ,,საქართველოში შპს მგს-ის წარმომადგენლობა’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205168539). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (განცხადების რეგისტრაცია: N 882019269492 - 11/04/2019; მომზადების თარიღი: 17/04/2019 15:13:07) ქალაქ თბილისში, იუმაშევის ჩიხი, N51-ის მიმდებარედ №01.19.15.003.115 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,მგს-ს საქართველოს ფილიალი’’. (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205168539). წარმოდგენილი განცხადებით განმცხადებელი განმარტავს, რომ შეიცვალა ორგანიზაციის დასახელება და აღნიშნულიდან, გამომდინარე სურს 2019 წლის 20 მარტის №4422936 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ,,მგს-ს საქართველოს ფილიალი’’-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს პარვიზ ნაჯაფოვი. 2019 წლის 23 აპრილის №AR1677304 განცხადებაზე წარმოდგენილია პარვიზ ნაჯაფოვის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული 2019 წლის 01 მაისის მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით წარმოადგენს შპს ,,მგს-ს საქართველოს ფილიალი’’. (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205168539), სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მარტის №4422936 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,მგს-ს საქართველოს ფილიალი’’. (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205168539). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მარტის №4422936 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მარტის №4422936 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 მაისი, 2019გადაწყვეტილება4510337 - თანხმობა
- 3 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
- 2 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Доверенность.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა