ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, N 70
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4506662
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 მაისი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დავით ჯაში
- ორგანიზაცია
- 8633
- დეველოპერი (ს/კ)
- 205265979
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.034.290
- მესაკუთრე
- შპს "ბეთერ ფლაი" (205265979)
- ფართობი
- 400 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.034.290საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1677711
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 აპრილი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 25 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის № 4474392 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 25 აპრილს №AR1677711 განცხადებით მომართა დავით ჯაშმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4474392 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4474392 ბრძანებით ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, შპს "ბეთერ ფლაი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.72.14.034.290) ავტოსერვისის არქიტექტურული პროექტის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 24 აპრილიდან 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4474392 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2019 წლის 24 აპრილიდან 2019 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2019 წლის 24 აპრილიდან 2017 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს მის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 17 აპრილის №AR1674653 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 6 (ექვსი) თვეზე. შესაბამისად, განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში მშენებლობის ვადა დაფიქსირებულ უნდა იქნას „2019 წლის 24 აპრილიდან 2019 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4474392 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 24 აპრილიდან 2019 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.“ სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4474392 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4474392 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 მაისი, 2019გადაწყვეტილება4506662 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა