OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ბელიაშვილი , N 22

AR1678434სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 მაისი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4499954
გადაწყვეტილების თარიღი
15 მაისი, 2019
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
28 იანვარი, 2019 – 28 იანვარი, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მიხეილ მარი
დეველოპერი (ს/კ)
205206098

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.02.010.085
მესაკუთრე
შპს "ტრიდე" (205206098)
ფართობი
7 386 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1678434
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
1 მაისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 მაისი, 2019გადაწყვეტილება4499954 - თანხმობა
  2. 15 მაისი, 2019ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4336966 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 01 მაისის №AR1678434 განცხადებით მომართა მიხეილ მარიმ. განმცხადებელმა მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4336966 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4336966 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩა, N22-ში საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.02.010.085), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 28 იანვრის №4351422 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის 28 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4336966 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, საერთო ფართობად 35538.5 კვ.მ-ის ნაცვლად 36942.1 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 19296.5 კვ.მ-ის ნაცვლად 20989.8 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 666.8 კვ.მ-ის ნაცვლად 660.7 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 3177.0 კვ.მ-ის ნაცვლად 3527.3 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 3296.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2678.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4990.4 კვ.მ-ის ნაცვლად 4966.7 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 4111.8 კვ.მ-ის ნაცვლად 4119.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4336966 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4336966 ბრძანებაში კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 36942.1 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 20989.8 კვ.მ, საოფისე ფართობად 660.7 კვ.მ, კომერციულ ფართობად 3527.3 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 2678.2 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4966.7 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 4119.4 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4336966 ბრძანებით შეთანხმებული -1; 1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9; 10; 11; 12; 13; 14; 15; 16; 17; 18; 19; 20; 21; 22 სართულის გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 01 მაისის №AR1678434 განცხადებით წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4336966 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 იანვრის №4336966 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 14 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
  4. 14 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა
  5. 6 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
  6. 6 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა
  7. 1 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა