OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ჯავახეთის II შესახვევი, N 9ა

AR1678746სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება17 მაისი, 2019- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4524700
გადაწყვეტილების თარიღი
31 მაისი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით გაბუნია
დეველოპერი (ს/კ)
454409907

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.20.008.071
მესაკუთრე
შპს "კვგ ჯგუფი" (454409907)
ფართობი
4 919 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1678746
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
17 მაისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 31 მაისი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექურის სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №2236977 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 17 მაისს №AR1678746 განცხადებით მომართა მოქალაქე დავით გაბუნიამ და მოითხოვა სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №2236977 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №2236977 ბრძანებით, №01.19.20.008.032 (4824 კვ.მ) საკადასტრო ერთეულზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №2236977 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა და ს/კ N01.19.20.008.068 და ს/კ N01.19.20.008.032 მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად ფორმირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის - №01.19.20.008.071 (მიწის ნაკვეთის ფართობი 4919 კვ.მ) დაფიქსირება. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს ცვლილება 2015 წლის 20 ოქტომბრის №2236977 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ბრძანება: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №2236977 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ დაფიქსირდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.19.20.008.071; მიწის ნაკვეთის ფართობი 4919 კვ.მ. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 ოქტომბრის №2236977 (№2302002 – 18/11/2015; №2632406 - 10/06/2016) ბრძანებ(ებ)ით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 31 მაისი, 2019გადაწყვეტილება4524700 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა