ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037); ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩარგალი , მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა ,,აგატს" შორის
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4523972
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 მაისი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- შორენა თევზაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 400169278
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.04.003.076
- მესაკუთრე
- მამუკა ქუხილავა (P/N: *********40)
- ფართობი
- 704 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.04.003.076საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1679913
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 7 მაისი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 23 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №2815393 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 07 მაისს №AR1679913 განცხადებით მომართა შორენა თევზაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №2815393 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №2815393 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ნაძალადევი, ჩარგალის ქუჩა, მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037)/ ქალაქ თბილისში, ჩარგლის ქუჩა, მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა "აგატს" შორის, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.04.003.076), მრავალფუნქციური (მაღაზია, აფთიაქი, კაფე, სასტუმრო) შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 06 სექტემბრიდან 2017 წლის 06 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 24 ოქტომბრის №4231052 გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037) / ქალაქ თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა „აგატს“ შორის (ს/კ: N 01.12.04.003.076) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექციის) Nბ-19/01171512644-17 08.08.2017 წლის (17-0117305831 01.11.2017; 17-01180382758 07.02.2018; 17-01180883527 29.03.2018) ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებელობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა მათი შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის 2018 წლის 05 დეკემბრის Nბ-19/01182982176-17 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი - ნაძალადევი, ჩარგლის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი 03/037) / ქალაქ თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მექანიკურ ავტოსამრეცხაოსა და ქარხანა „აგატს“ შორის (ს/კ: N 01.12.04.003.076) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალფუნქციური (მაღაზია, აფთიაქი, კაფე, სასტუმრო) შენობა -IV კლასი) მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს დამხმარე ფართობად 197.6 კვ.მ.-ის ნაცვლად 178.8 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 1518.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1499.3კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №2815393 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №2815393 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს დამხმარე ფართობი: 178.8 კვ.მ, საერთო ფართობი 1499.3 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №2815393 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 05 სექტემბრის №2815393 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 მაისი, 2019გადაწყვეტილება4523972 - თანხმობა
- 7 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- inspeqciis pasuxi 001.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა