ქალაქი თბილისი , გამზირი ჭავჭავაძე , N 25
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4522551
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 მაისი, 2019
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თეა უგულავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 204886454
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.14.012.005
- მესაკუთრე
- შპს "საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი" (204886454)
- ფართობი
- 3 260 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.14.012.005საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1682018
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 17 მაისი, 2019
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 12 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (ვიცე-მერის) 2019 წლის 15 მაისის აღსრულების ფარგლებში დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 19 მარტს თამაზ ცხომელიძემ NAR1669067 განცხადებით მომართა სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირი N25-ში მდებარე შპს ,,10 ლიდოსა“ და შპს ,,საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.14.14.012.005) შპს ,,10 ლიდოს“ კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკლამო აბრის მოწყობის შესაძლებლობის დადასტურება. არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მარტის N4427280 გადაწყვეტილებით თამაზ ცხომელიძეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილი აბრის მოწყობა გათვალისწინებულია იმ ფასადის ფუნქციონირებისათვის, რომლის რეკონსტრუქციის სამუშაოები შეჩერებულია 2019 წლის 19 თებერვლის №3ბ/249-19 განჩინებით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, 2019 წლის 15 აპრილს ფუდმარტის დირექტორის ივანე კუტიბაშვილის მიერ გასაჩივრებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან N10/01191053684-01 ადმინისტრაციული საჩივრით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (ვიცე-მერის) 2019 წლის 15 მაისის N577 ბრძანებით დაკმაყოფილდა ფუდმარტის დირექტორის ივანე კუტიბაშვილის ადმინისტრაციული საჩივრი, ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 22 მარტის N4427280 გადაწყვეტილება და სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (ვიცე-მერის) 2019 წლის 15 მაისის აღსრულების ფარგლებში დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და 2019 წლის 23 მაისს მიღებული იქნა შუალედური N4513518 გადაწყვეტილება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა პოზიციის დაფიქსირება კერძოდ, შენობის ფასადზე აბრის განთავსება, ემსახურება თუ არა იმ ფართის ფუნქციონირებას, რომლის ფასადის სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 გადაწყვეტილებით შეთანხმებულია პირველი კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებით შეთანხმებულია ზემოაღნიშნული სამუშაოების კორექტირება და რომელთა მოქმედებაც შეჩერებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით (№3ბ/249-19) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამადე. 2019 წლის 28 მაისის წარმოდგენილ იქნა სს ,,ფუდმარტის“ (ს/კ404460187) წარმომადგენლის თამაზ ცხომელიძის განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ შენობის აბრის განთავსება არ არის კავშირში ფასადის იმ სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან, რომელიც შეთანხმებულია 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 გადაწყვეტილებით და კორექტირებულია 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით (საქმე №3ბ/249-19) შეჩერებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 და 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებების მოქმედება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამადე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 აპრილის განჩინებით (საქმე №3ბ/249-19) არ დაკმაყოფილდა შპს „10 ლიდო“-ს წარმომადგენლების შუამდგომლობა (განცხადება) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 და 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებებით შეთანხმებული სამუშაოები დასრულებული იყო და შესაბამისად ზემოაღნიშნული აქტები - აღრსულებული. შესაბამისად, სამსამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება. ამასთან აღსანიშნავია, რომ 01.14.14.012.005 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული აქტიური მონაცემების მიხედვით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) დგინდება, რომ შპს 10 ლიდოს საკუთრებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობა N3-ში, ფართი N1, I სართულზე - 301.52 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დგინდება, რომ 301.52 კვ.მ-იდან 113 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე (დამოწმების თარიღი 13/03/2019 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) გადაცემული აქვს სს ,,ფუდმარტს“. ამასთან, 2018 წლის 28 დეკემბრის NAR1652741 განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტომონტაჟით და მასზე მონიშნული საპროექტო ტერიტორიის არეალით დგინდება, რომ მოთხოვნილი სამშენებლო სამუშაოები, (შპს ,,10 ლიდოს“ კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკლამო აბრის მოწყობა) ემსახურება იმ ფართის ფუნქციონირებას, რომლის ფასადის სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 და 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით (საქმე №3ბ/249-19) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამადე. შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციით (ფოტოსურათები, ფოტომონტაჟი) უტყუარად დგინდება, რომ სს ,,ფუდმარტის“ მიერ კომერციული მიზნების მისაღწევად, ხორციელდება შპს ,,10 ლიდოს“ კუთვნილი ფართის იმ ფასადის გამოყენება, რომელზეც სამშენებლო სამუშაოების წარმოება შეჩერებულია სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი განცხადება შპს ,,10 ლიდოს“ კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკლამო აბრის მოწყობასთან დაკავშირებით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 მაისი, 2019გადაწყვეტილება4522551 - უარი
- 28 მაისი, 2019ქალაქის პასუხი
- 28 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა
- 17 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- არსებული სიტუაციის ფოტოსურათები.pdfგახსნა ↗
თანხმობები და ბრძანებები1
- მესაკუთრეთა თანხმობა.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა