ქალაქი თბილისი , ქუჩა ანდრონიკაშვილი , (ყოფილი ულიანოვის) , N 29
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4530961
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 ივნისი, 2019
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევანი ზაალიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 200118425
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.03.008.199
- მესაკუთრე
- შპს "ლთბ" (200118425)
- ფართობი
- 6 990 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.03.008.199საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1682564
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 23 მაისი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 13 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2019 წლის 23 მაისის #AR1682564 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, ქუჩა ანდრონიკაშვილი, (ყოფილი ულიანოვის), №29, (საკადასტრო კოდი: #01.11.03.008.199) არსებულ მიწის ნაკვეთზე სამეურნეო და საწარმოო ობიექტების (საამქრო/სტამბა) აშენების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას. პასუხად გაცნობებთ, 1. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ....ფოტოსურათების pdf ფაილი : წარმოდგენილ იქნეს დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები თარიღის დაფიქსირებით. 2. საინფორმაციო დაფა-ბანერი -> ....საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57დადგენილების 40-ე მუხლის 1-ლი ქვეპუნქტის შესაბამისად აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: • შენობა-ნაგებობის მისამართი; • შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება; • მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო • განაცხადის განხილვის ვადები (მიუთითეთ ატვირთვის თარიღი და - კანონით დადგენილი განხილვის ვადა); • შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. თქვენ მიერ წარმოდგენილი ბანერი არ შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა აუცილებელ ინფორმაციას, კერძოდ განაცხადის ატვირთვის თარიღს. 3. ვინაიდან წარმოდგენილი ტოფოგრაფიული გეგმიდან დგინდება რომ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ხე-ნარგავები, წარმოსადგენია საპროექტო შენობის განთავსების სქემა და გაითვალისწინეთ: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-55 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და არსებულ მწვანე ნარგავებს შორის შეადგენს 3 მეტრს, (გაითვალისწინეთ, რომ მანძილი ხიდან შენობამდე მითითებული უნდა იყოს ხის ძირიდან) ხოლო ბუჩქებს შორის 1,5 მეტრს. ასევე გაითვალისწინეთ: თუ ტერიტორიაზე იგეგმება ხე-ნარგავების მოჭრა/ გადარგვა, წარმოსადგენი იქნება უფლებამოსილი ორგანიზაციის ან/და სპეციალისტის საექსპერტო დასკვნა, ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება (სახეობის და გარშემოწერილობის შესახებ, რომელიც იზომება მიწის ზედაპირიდან 10 სმ. სიმაღლეზე), რომელთა დასკვნის საფუძველზე წარმოდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე მონიშნული ხე-ნარგავები შესაბამისი ექსპლიკაციის მითითებით, რომელიც გადასაგზავნი იქნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის შესაბამისი პოზიციის მისაღებად. აქვე განგიმარტავთ, რომ გარემოს საქალაქო სამსახურში, გადასაგზავნი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი განმეორებით ხარვეზის დადგენის გარეშე. 4. საპროექტო მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ხაზობრივი ნაგებობები ს.კ. N 01.00.144 და ს.კ. 01.00.499 , საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი თანხმობები აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით გრაფიკული ნაწილის დამოწმებით. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 ივნისი, 2019გადაწყვეტილება4530961
- 20 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- 6990 topo.dwg
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა