OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , გზატკეცილი წყნეთი , N 37ა

AR1682685სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება21 მაისი, 2019- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4515661
გადაწყვეტილების თარიღი
24 მაისი, 2019
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გივი გოგრიჭიანი
დეველოპერი (ს/კ)
205229670

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.06.007.020
მესაკუთრე
ი.ბ.ა. "კაზა-ბაგები" (205229670)
ფართობი
2 323 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1682685
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
21 მაისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 მაისი, 2019ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 25/05/2019 წლის AR1682685 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილი N37ა, არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.06.007.020) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენების მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას. პასუხად გაცნობებთ, რომ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (ინტერაქტიულ რუკაზე თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკის ინფორმაცია ხელმისაწვდომია „მიწათსარგებლობის გენგეგმის“ ველში გამწვანებული ტერიტორიების ფენის მონიშვნის გზით). თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკის თანახმად, თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 68-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკაზე დატანილი ზონები და ქვეზონები ატარებს ოპერატიულ ინფორმაციას თბილისში არსებული და დაგეგმილი სარეკრეაციო, სატყეო და ლანდშაფტური სივრცეების შესახებ და მისი გათვალისწინება სავალდებულოა სამშენებლო და გეგმარებითი ნებართვების გაცემის პროცესში. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით დამტკიცებული წესების თანახმად, სარეკრეაციო ზონა 2-ში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობებისა. აღნიშნული დანართი 1-ის მიხედვით, სარეკრეაციო ზონა 2-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასაშვები არ არის. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების თაობაზე. აქვე განგიმარტავთ, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სურვილია ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განახორციელოთ ისეთი ფუნქციის მშენებლობა, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით დამტკიცებული წესების დანართი 1-ის შესაბამისად, შესაძლებელია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, საჭიროა პირველ რიგში მიმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს, ოფიციალურ პორტალზე Urban.tbilisi.gov.ge-ზე. ხოლო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე დადებითი აქტის გამოცემის შემდგომ, შეგიძლიათ მომართოთ სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნით.

    მეტის ჩვენება
  2. 24 მაისი, 2019გადაწყვეტილება4515661 - უარი
  3. 21 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

  • ტოპო.pla
  • არსებული სიტუაციის ფოტოები.pdfგახსნა ↗

დასკვნები და აზომვები1

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა