OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა დიუმა , N 30; ქალაქი თბილისი , ქუჩა პუშკინი , N 17

AR1683558სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 მაისი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ზურაბი წიკლაური
დეველოპერი (ს/კ)
204526968

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.03.018.024
მესაკუთრე
მენაშენეთა ამხანაგობა''პუშკინის 17''
ფართობი
458 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1683558
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
24 მაისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 14 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის N4509591 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 24 მაისს №AR1683558 განცხადებით მომართა ზურაბი წიკლაურმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 23 მაისის N4509591 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის N4509591 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ქუჩა პუშკინი, N17-ში, N01.18.03.018.019 და N01.18.03.018.024 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, ორი ან მეტი ფუნქციის მქონე ობიექტების მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 23 მაისის N4509591 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის ველიდან ამოსაღებია ჩანაწერი - „განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი: უკანა ეზოსთვის“, ვინაიდან, საპროექტო მიწის ნაკვეთისთვის უკანა ეზო დადგენილი არ არის. ასევე, მისი განმატრებით, მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის ველში, Y კოეფიციენტის მნიშვნელობა 0.4-ის ნაცვლად უნდა იყოს 0.35. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ხარვეზის გასწორება. სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მშიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონებისათვის Y კოეფიციენტის მნიშვნელობა შეადგენს 0.35-ს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის – რუკის მიხედვით, N01.18.03.018.019 და N01.18.03.018.024 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2). შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე Y კოეფიციენტის მნიშვნელობა შეადგენს 0.35-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის N4509591 ბრძანებაში და „მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის“ ველიდან ამოღებულ იქნას ჩანაწერი: „განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი: უკანა ეზოსთვის“. ასევე, „მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის“ ველში, Y კოეფიციენტის მნიშვნელობა 0.4-ის ნაცვლად დაფიქსირდეს: 0.35. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის N4509591 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის N4509591 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა