ქალაქი თბილისი , ქუჩა ქინძმარაული , N 15 , (ნაკვ.01/027)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4531174
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 ივნისი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვახტანგ ოსიტაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 208140224
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.33.001.027
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "ინდუსტრია-21" (208140224)
- ფართობი
- 7 567 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.33.001.027საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1684578
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 29 მაისი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №4427751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 29 მაისს №AR1684578 განცხადებით მომართა ვახტანგ ოსიტაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №4427751 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 10 ივლისის N03/717 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქ. N15-ში, სს „ინდუსტრია 21“-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2007 წლის 31 ოქტომბრის Nნ/1029 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2007 წლის 02 ნოემბრიდან 2011 წლის 02 ნოემბრამდე. სამსახურის 2011 წლის 23 მაისის N1899 და 2015 წლის 18 თებერვლის №1740250 ბრძანებებით ცვლილებები შევიდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 31 ოქტომბრის Nნ/1029 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №4427751 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 31 ოქტომბრის Nნ/1029 ბრძანებაში და მრავალბინიანი კომპლექსის A, B, C და D ბლოკების ტექნიკურეკონომიკური მაჩვენებლები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: A ბლოკი - მოშენება - 1151.2 კვ.მ საცხოვრებელი - 9900.7 კვ.მ საზაფხულო - 882.5 კვ.მ კომერციული - 913.8 კვ.მ ავტოსადგომი - 1114.3 კვ.მ; B ბლოკი - მოშენება - 259.8 კვ.მ სარდაფი - 226.7 კვ.მ კომერციული - 606.2 კვ.მ; С ბლოკი - მოშენება - 602.7 კვ.მ სარდაფი - 514.7 კვ.მ კომერციული - 458.0 კვ.მ საცხოვრებელი - 6450.0 კვ.მ, საზაფხულო - 324.7 კვ.მ; D ბლოკი - მოშენება - 272.6 კვ.მ სარდაფი - 12.3 კვ.მ ავტოსადგომი - 2531.0 კვ.მ კომერციული - 960.0 კვ.მ საზაფხულო - 19.0 კვ.მ. “ ამავე ბრძანებით მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპექსის B, C და D ბლოკების მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 22 მარტიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4507101 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 31 ოქტომბრის Nნ/1029 ბრძანებაში და B ბლოკის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდა 587.0 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელს სურს ცვლილების შეტანა სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №4427751 ბრძანებაში B ბლოკის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობის მითითებასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – N902018138889 მომზადების თარიღი: 31/12/2018 13:00:07) მიხედვით, N01.19.33.001.027 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სს „ინდუსტრია 21” (208140224). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B18049473, მომზადების თარიღი: 03/05/2018 16:37:16), სს „ინდუსტრია 21” -ის (208140224) დირექტორს წარმოადგენს ვახტანგ ოსიტაშვილი (პ/ნ: 01008039077). სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №4427751 ბრძანებაში და B ბლოკის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კომერციული ფართობი: 587.0 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №4427751 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 31 ოქტომბრის Nნ/1029, 2011 წლის 23 მაისის N1899, 2015 წლის 18 თებერვლის №1740250 და 2019 წლის 22 მარტის №4427751 და 2019 წლის 20 მაისის №4507101 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 ივნისი, 2019გადაწყვეტილება4531174 - თანხმობა
- 29 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- reestr.jpgგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა