OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ასმათის ქუჩა , N 13

AR1684934სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება31 მაისი, 2019- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4537121
გადაწყვეტილების თარიღი
10 ივნისი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ ლოლაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
400225065

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.035.142
მესაკუთრე
მამუკა გუბელაძე (P/N: *********99)
ფართობი
1 200 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1684934
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
31 მაისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 ივნისი, 2019გადაწყვეტილება4537121 - თანხმობა
  2. 10 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 აგვისტოს №4113439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 31 მაისს №AR1684934 განცხადებით მომართა ზურაბ ლოლაშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 09 აგვისტოს №4113439 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 აგვისტოს №4113439 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, სოფ. დიღომში, ასმათის ქუჩა N13-ში, შპს "ბაზიტი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N 01.72.14.035.142), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4129741 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 21 აგვისტოს 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2018 წლის 09 აგვისტოს №4113439 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს საერთო ფართობად 3089.7 კვ.მ-ის ნაცვლად 3091.5 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 1834.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1835.7 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 276.5 კვ.მ-ის ნაცვლად 277.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 აგვისტოს №4113439 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 აგვისტოს №4113439 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი 3091.5კვ.მ, ავტოსადგომების ფართობი 277.3 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობი 1835.7 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 აგვისტოს №4113439 ბრძანებით შეთანხმებული 0.000, 3.520, 6.720, 9.920, 13.120, 16.320 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 31 მაისის №AR1684934 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 აგვისტოს №4113439 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 აგვისტოს №4113439 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 9 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი
  4. 9 ივნისი, 2019ფაილები აიტვირთა
  5. 31 მაისი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა