OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა თ. ერისთავი , N 10 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ერისთავის , (მაგნიტოგორსკის) , N 6-8 ; ქალაქი თბილისი , ერისთავის ქ. N6-8 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა თ. ერისთავი , N 2

AR1685252სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 ივნისი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4559984
გადაწყვეტილების თარიღი
25 ივნისი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
სიმონ ჩინჩალაძე
ორგანიზაცია
4545
დეველოპერი (ს/კ)
404475778

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.12.001.155
მესაკუთრე
შპს ჯიემინვესტი (404475778)
ფართობი
2 743 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1685252
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
4 ივნისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №4358048 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 04 ივნისს NAR1685252 განცხადებით მომართა სიმონ ჩინჩალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №4358048 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №4358048 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისი, ქუჩა თ. ერისთავი, N10; ქალაქი თბილისი, ქუჩა ერისთავის, (მაგნიტოგორსკის), N6-8; ქალაქი თბილისი, ერისთავის ქ. N6-8; ქალაქი თბილისი, ქუჩა თ. ერისთავი, N 2 საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.12.12.001.155), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2019 წლის 24 მაისის № 4514112 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 24 მაისიდან 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №4358048 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართობი 1722.39 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1756.92 კვ.მ. საერთო ფართობი 17590.57 კვ.მ-ის ნაცვლად 17625.1 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული შეცდომის გასწორებას. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესაბამისი გეგმები. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №4358048 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი: 1756.92 კვ.მ. საერთო ფართობი: 17625.1 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №4358048 ბრძანებით შეთანხმებული +52.01 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №4358048 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 01 თებერვლის №4358048 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 25 ივნისი, 2019გადაწყვეტილება4559984 - თანხმობა
  3. 3 ივნისი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა