OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , გელოვანის გამზირზე შუქნიშნიდან 250 მეტრის მანძილზე

AR1686524ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება7 ივნისი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4542670
გადაწყვეტილების თარიღი
12 ივნისი, 2019
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზაალი შარაშენიძე
დეველოპერი (ს/კ)
211379408

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.11.004.001
მესაკუთრე
შპს "მაგოილი" (211379408) (211379408)
ფართობი
593 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1686524
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
7 ივნისი, 2019
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 12 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: 1. "არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი" - თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა საერთო სიტუაციის აღქმის და ამის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ შორი მანძილიდან და სხვადასხვა ხედიდან გადაღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა (და არა ფრაგმენტული, როგორც ეს წარმოდგენილი გაქვთ), სადაც ნათლად გამოჩნდება მთლიანი სიტუაცია და ასევე მასზე დამუშავებული ფოტომონტაჟები ყველა გაბარიტული ზომის ჩვენებით. 2. სიტუაციურ გეგმაზე რგოლების ნაცვლად აისახოს საპროექტო აბრების ორთოგონალური პროექცია (აბრების გეგმილები , საკადასტრო საზღვართან მიბმის მანძილების დატანით) 3. არ არის მისაღები მინდობილობა, არაა ხელმოწერილი. წარმოდგენილ იქნეს მოსარგებლის წესდების თანახმად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა რომელიც ითვალისწინებს მინდობილი პირის წარმომადგენლობას სამსახურში განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე. წარმოდგენილ იქნეს რეესტრში რეგისტრირებული როგორც ძირითადი იჯარის ხელშეკრულება, ისე ქვეიჯარის ხელშეკრულებები და საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრის და ქვემეიჯარის სათანადო წესით დამოწმებული თანხმობები განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე. 4. საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ 24-ე და 25-ე მუხლების თანახმად "საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს". აღნიშნული უნდა განხორციელდეს თითოეულ სიბრტყეზე ცალ-ცალკე დამოუკიდებლად. "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული." ზემოაღნიშნულის შესაბამისად შეასწორეთ და ატვირთეთ განახლებული ფოტომონტაჟი, ყველა მასალისა და გაბარიტული ზომის მითითებით. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი

    მეტის ჩვენება
  2. 12 ივნისი, 2019გადაწყვეტილება4542670
  3. 7 ივნისი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა