OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ნატახტარი , N 20 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ნატახტარი , N20ა

AR1687583სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 ივნისი, 2019- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4559945
გადაწყვეტილების თარიღი
25 ივნისი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ინასარიძე
დეველოპერი (ს/კ)
430027302

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.17.013.027
მესაკუთრე
მედეა მუმლაძე (P/N: *********58)
ფართობი
1 247 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1687583
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 ივნისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 14 ივნისს №AR1687583 განცხადებით მომართა გიორგი ინასარიძემ. განმცხადებელმა მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისში, ქუჩა ნატახტარი N20-ში; ქალაქი თბილისში ნატახტარის ქუჩა N20ა; თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.17.013.027) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 07 მარტის №4402370 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 07 მარტიდან 2021 წლის 07 მარტის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ცვლილების შეტანას სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანებაში, კერძოდ სურს, რომ -3.135 ნიშნულზე მდებარე ღია ავტოსადგომების ფართობი (59.2 კვ.მ) ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ბრძანებაში. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ შესაძლებელია სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანებას დაემატოს ღია ავტოსადგომების ფართი 59.2 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის №AR1687583 განცხადებაზე წარმოდგენილია შპს ,,სიეიჩ ჯგუფი CH Group’’-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 430027302) დირექტორის ვახტანგ მაღლაკელიძის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული 2019 წლის 04 იანვრის მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანებაში, კერძოდ, სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანებას დაემატოს ღია ავტოსადგომების ფართობი: 59.2კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანებით შეთანხმებული -3.135 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 17 იანვრის №4340071 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 25 ივნისი, 2019გადაწყვეტილება4559945 - თანხმობა
  3. 24 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი
  4. 24 ივნისი, 2019ფაილები აიტვირთა
  5. 12 ივნისი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა