OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , იმედაძის I ჩიხი N8

AR1687870სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 ივნისი, 2019- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4620270
გადაწყვეტილების თარიღი
6 აგვისტო, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვახტანგ ლაშხი
დეველოპერი (ს/კ)
205188045

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.08.005.026
მესაკუთრე
ამხანაგობა "ბაგები-2007" (205188045) (205188045)
ფართობი
757 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1687870
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 ივნისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 აგვისტო, 2019ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 14 ივნისს NAR1687870 განცხადებით მომართა ვახტანგ ლაშხმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, იმედაძის I ჩიხი N8–ში, ამხანაგობა ,,ბაგები–2007"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 14 მარტიდან 2013 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 28 სექტემბრის №4193105 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 18 სექტემბრის Nბ-19/01182151331-17 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებელობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის Nბ-19/0118288541-17 ბრძანებით, ქ. თბილისში, იმედაძის I ჩიხი N8–ში (საკადასტრო კოდი: N01.14.08.005.026) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. სამსახურის 2019 წლის 21 მარტის № 4424961 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საცხოვრებელი ფართობი: 1144.5 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 204.6 კვ.მ, მანსარდის ფართობი: 281.2 კვ.მ, საერთო ფართობი: 2153.8 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებით შეთანხმებული -8.20, -4.50, ±0,00, +3.30, +6,60 და +9.90 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2019 წლის 27 თებერვლის NAR1664037 განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებით შეთანმხებულ გეგმებზე, N11 ბინის საერთო ფართობში გამორჩენილია 3.1 კვ.მ. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში მანსარდის ფართობი 281.2 კვ.მ-ის ნაცვლად - უნდა იყოს 284.3 კვ.მ. ხოლო საერთო ფართობი 2153.8 კვ.მ-ის ნაცვლად - 2156.9 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: მანსარდის ფართობი: 284.3 კვ.მ, საერთო ფართობი: 2156.9 კვ.მ. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 14 მარტის №588089 და 2019 წლის 21 მარტის №4424961 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 6 აგვისტო, 2019გადაწყვეტილება4620270 - თანხმობა
  3. 31 ივლისი, 2019ქალაქის პასუხი
  4. 31 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა
  5. 12 ივლისი, 2019ქალაქის პასუხი
  6. 12 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა
  7. 4 ივლისი, 2019ქალაქის პასუხი
  8. 2 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა
  9. 13 ივნისი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა