ქალაქი თბილისი , ქუჩა ქიაჩელი , N 15, N15ა, N17ა, N19 , (ნაკვეთი 022/058)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4574372
- გადაწყვეტილების თარიღი
- 4 ივლისი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზაზა მაისურაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404524742
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.03.022.058
- მესაკუთრე
- შპს "სევენს სქაი" (204482951) (204482951)
- ფართობი
- 2 329 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.03.022.058საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1688830
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 ივნისი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 ივლისი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 16 ივნისის NAR1688830 განცხადებით მომართა ზაზა მაისურაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი – მთაწმინდა), ქიაჩელის ქ. N15, N15ა, N17ა, N19–ში (ნაკვეთი 022/058), შპს "ქიაჩელი რეზიდენსი"–ს საკუთრების მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2018 წლის 13 მარტის №3860027 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 13 მარტიდან 2020 წლის 13 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სარდაფის ფართობი 448.1 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 438.1 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი 1679.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1503.5კვ.მ, საერთო ფართობი 9716.8 კვ.მ-ის ნაცვლად 9531.3კვ.მ, შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული შეცდომის გასწორება. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია გასწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და სარდაფის ფართობად დაფიქსირდეს 438.1 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობად 1503.5კვ.მ, საერთო ფართობად 9531.3კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 ბრძანებით შეთანხმებული -III (-9.90 ნიშნული) და –IV (-13.20 ნიშნული.) სართულის გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 16 ივნისის NAR1688830 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 09 თებერვლის №3814440 ბრძანებასან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 ივლისი, 2019ქალაქის პასუხი
- 4 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა
- 4 ივლისი, 2019გადაწყვეტილება4574372 - თანხმობა
- 2 ივლისი, 2019ქალაქის პასუხი
- 2 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა
- 18 ივნისი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
სხვა ფაილები1
- New folder.rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა