OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი ჭავჭავაძე , N 2

AR1689843სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 ივნისი, 2019- ვაკე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4566254
გადაწყვეტილების თარიღი
28 ივნისი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნელი საინიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
203843298

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.02.002.002
მესაკუთრე
შპს "ჩაის სახლი" (203843298) (203843298)
ფართობი
859 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1689843
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 ივნისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 ივნისი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4509142 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 25 ივნისს NAR1689843 განცხადებით მომართა ნელი საინიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4509142 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4509142 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობაზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4509142 გადაწყვეტილებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საპროექტო უძრავი ქონების მესაკუთრედ, შპს „ჩაის სახლი“-ს (203843298) ნაცვლად დაფიქსირებულია ოლღა მალაღურიძე. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული შეცდომის გასწორებას. სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882016482675, მომზადების თარიღი: 24/08/2016 16:08:35) თანახმად, ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N2-ში მდებარე N01.15.02.002.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ჩაის სახლი“-ს (203843298) საკუთრებას. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4509142 გადაწყვეტილებაში და საპროექტო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ოლღა მალაღურიძის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ჩაის სახლი“ (203843298). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4509142 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 მაისის №4509142 გადაწყვეტილებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 28 ივნისი, 2019გადაწყვეტილება4566254 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა