ქალაქი თბილისი, გივი სვანიძის ქუჩა, N 6
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4585000
- გადაწყვეტილების თარიღი
- 11 ივლისი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- დაწყება: 21 მაისი, 2018
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა კაკულია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405199315
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.07.008.137
- მესაკუთრე
- ნონა ბაქრაძე (P/N: *********50)
- ფართობი
- 1 638 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.07.008.137საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1692880
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 9 ივლისი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 11 ივლისი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №3919364 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 09 ივლისს №AR1692880 განცხადებით მომართა პაატა კაკულიამ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №3919364 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №3919364 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, თამარაშვილის შესახვევი N8-ის მიმდებარედ/ ქალაქი თბილისი, შესახვევი თამარაშვილი N6-ში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.14.07.008.137), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 21 მაისის № 3971303 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 21.05.2018 -დან 21.07.2020-ის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №3919364 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ მიუთითებს, რომ შეთანხმებულ გეგმებზე არასწორად იყო მითითებული საზაფხულო ფართები და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს 2019 წლის 09 ივლისის №AR1692880 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას, ასევე აღნიშნავს, რომ +3.00 ნიშნულზე საოფისე ფართის გეგმის შტამპზე მითითებულია კომერციული ფართი, საოფისე ფართის ნაცვლად და ითხოვს აღნიშნულის შესწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ 2019 წლის 09 ივლისს №AR1692880 განცხადებაზე წარმოდგენილი შესწორებული გეგმა - ნახაზები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ 2018 წლის 18 აპრილის №3919364 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე ფართების მითითებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №3919364 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №3919364 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 09 ივლისს №AR1692880 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №3919364 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №3919364 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 11 ივლისი, 2019ქალაქის პასუხი
- 11 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა
- 11 ივლისი, 2019გადაწყვეტილება4585000 - თანხმობა
- 10 ივლისი, 2019ქალაქის პასუხი
- 10 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა
- 9 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა