OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორია (ფხაკაძის ქუჩის გაგრძელებაზე), (ნაკვეთი 09/065) ; ქალაქი თბილისი , ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი 09/074) ; ქალაქი თბილისი , ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორია

AR1695635სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება19 ივლისი, 2019- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4624110
გადაწყვეტილების თარიღი
8 აგვისტო, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ინასარიძე
დეველოპერი (ს/კ)
406075919

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.009.098
მესაკუთრე
შპს ლოქეიშნ (405172600)
ფართობი
3 316 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1695635
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
19 ივლისი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
20 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 8 აგვისტო, 2019ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მარტის №3182468 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 19 ივლისს NAR1695635 განცხადებით მომართა მომართა გიორგი ინასარიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 31 მარტის №3182468 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 31 მარტის №3182468 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორია (ფხაკაძის ქუჩის გაგრძელებაზე), (ნაკვეთი 09/065) / ქალაქი თბილისი, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორია (ნაკვეთი 09/074) / ქალაქი თბილისი, ნაფეტვრების გზის მიმდებარე ტერიტორია, შპს „ლოქეიშნ“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N 01.14.05.009.098), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2017 წლის 04 მაისის №3243217 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 04 მაისიდან 2019 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 31 მარტის №3182468 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 5555.1 კვ.მ-ის ნაცვლად - უნდა იყოს 5554.9 კვ.მ. საზაფხულო ფართობი 1037.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1001.1 კვ.მ. საერთო ფართობი 8764.1 კვ.მ-ის ნაცვლად - 8111.3 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია გასწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მარტის №3182468 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 5554.9 კვ.მ. საზაფხულო ფართობი: 1001.1 კვ.მ. საერთო ფართობი: 8111.3 კვ.მ. სამსახურის 2017 წლის 31 მარტის №3182468 ბრძანებით შეთანხმებული 0.00, +3,30, +9,90, +13.2, +16.40, +20.35 +23.05, +26.350, +29.650 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მარტის №3182468 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 017 წლის 31 მარტის №3182468 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 8 აგვისტო, 2019გადაწყვეტილება4624110 - თანხმობა
  3. 19 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა
  4. 19 ივლისი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა