OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , პოლიციის ქუჩა N9; ქალაქი თბილისი , პოლიციის ქუჩა N9

AR1698239სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 აგვისტო, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4626844
გადაწყვეტილების თარიღი
12 აგვისტო, 2019
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ხიზანიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
406193612

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.22.007.037
მესაკუთრე
შპს "კაირო" (406193612)
ფართობი
2 372 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1698239
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
1 აგვისტო, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 12 აგვისტო, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული AR1698239 (01/08/2019 წ.) განცხადება, რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას. სამსახურში არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: N2140136 (31.08.2015 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. თბილისში, პოლიციის ქუჩა #9-ში, (ს/კ N01.19.22.007.036) სასადილოს განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2015 წლის 18 ნოებრის #2302179 ბრძანებით შეთანხმდა პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებელი ითხოვს N2140136 (31.08.2015 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას და განახლებული საკადასტრო ერთეულის (ს/კ #01.19.22.007.011 ფართობი 9706 კვ. მ.) გაყოფით შეცვლილი ფართობის (9572 კვ.მ.) და საკადასტრო კოდების (#01.19.22.007.037 და #01.19.22.007.036) მითითებას. ასევე სასადილოსთან ერთად, დამატებით დამხმარე შენობის დაფიქსირებას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: დღევანდელი მდგომარეობით შეიცვალა სამშენებლო მარეგულირებელი ნორმები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების წესები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესები“. ზემოაღნიშნული წესებით განისაზღვრა ძირითადი რეგლამენტები, რომლებიც უზრუნველყოფს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და ამოცანების აღსრულებას. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებსა და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული ცვლილების განხორციელება და დამატებით დამხმარე შენობის დაფიქსირება. აღნიშნულიდან გამომდინარე დამხმარე შენობის დასაფიქსირებლად საკითხი უნდა იქნეს დაყენებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით. აქვე გაცნობებთ, რომ N2140136 (31.08.2015 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, საჭიროა მოთხოვნის ტექსტი დააკორექტიროთ და დააფიქსიროთ მხოლოდ #01.19.22.007.036 საკადასტრო ერთეული და ამოიღოთ დამხმარე შენობის განთავსების მოთხოვნა.

    მეტის ჩვენება
  2. 12 აგვისტო, 2019გადაწყვეტილება4626844 - სხვა
  3. 10 აგვისტო, 2019ქალაქის პასუხი
  4. 10 აგვისტო, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა