ქალაქი თბილისი , ქუჩა ჭანტურია , N 12 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ჭანტურია , N12-ის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4637393
- გადაწყვეტილების თარიღი
- 19 აგვისტო, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირინე შარაშენიძე
- ორგანიზაცია
- 4407
- დეველოპერი (ს/კ)
- 404453462
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.04.008.029
- მესაკუთრე
- შალვა აბრამიშვილი (P/N: *********40)
- ფართობი
- 404 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.04.008.029საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1700554
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 13 აგვისტო, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 აგვისტო, 2019გადაწყვეტილება4637393 - თანხმობა
- 19 აგვისტო, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის №4531846 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 13 აგვისტოს №AR1700554 განცხადებით მომართა ირინე შარაშენიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის №4531846 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის №4531846 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა განმცხადებელს ქალაქ თბილისში, ჭანტურიას ქუჩა N12; ქალაქი თბილისი, ქუჩა ჭანტურია, N12-ის მიმდებარედ, №01.15.04.008.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მე-5 სართულზე ღიობის მოწყობასთან დაკავშირებით წერილობითი დასტურის გაცემაზე. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის №4531846 გადაწყვეტილების ტექსტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განცხადების თარიღი და ნომერი „2019 წლის 04 ივნისის AR1685814“-ის ნაცვლად დაფიქსირებულია „2019 წლის 11 აპრილის AR1674383“. ასევე ითხოვს შინაარსის ცვლილებას. სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2019 წლის 04 ივნისის AR1685814 განცხადებით სამსახურს მომართა მიხეილ შამათავამ და მოითოხვა №01.15.04.008.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის მე-5 სართულზე ღიობის მოწყობასთან დაკავშირებით წერილობითი დასტურის გაცემა. სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის №4531846 გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განემარტა, რომ 2019 წლის 04 ივნის AR1685814 განცხადებით წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ირღვევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14–39 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მოთხოვნები (30-ე მუხლი - მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების მოთხოვნები სამეზობლო საზღვრის მხარეს). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში განცხადების თარიღთან და ნომერთან დაკავშირებით, შინაარსის უცვლელად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის №4531846 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების ტექსტში ჩანაწერის - „2019 წლის 11 აპრილის AR1674383“-ის ნაცლვად დაფიქსირდეს - „2019 წლის 04 ივნისის AR1685814“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის №4531846 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 12 ივნისის №4531846 გადაწყვეტილებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 13 აგვისტო, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 2019_08_13_12_29_32.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა