OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება თემქა , მიკრო/რაიონი XI , კვარტალი I , (ნაკვეთი 1/47)

AR1702203სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება19 აგვისტო, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4639751
გადაწყვეტილების თარიღი
20 აგვისტო, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ კუხალაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
200010674

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.04.001.047
მესაკუთრე
შპს N5 კლინიკური საავადმყოფო (200010674)
ფართობი
24 019 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1702203
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
19 აგვისტო, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 აგვისტო, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4634113 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 19 აგვისტოს №AR1702203 განცხადებით მომართა ზურაბ კუხალაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4634113 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 09 აგვისტოს №AR1699790 განცხადებით მომართა ზურაბ კუხალაშვილმა და მოითხოვა ქალაქ თბილისში, თემქის დასახლება, XI მიკრო/რაიონში, I კვარტალში №01.12.04.001.047 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი 1/47), I კლასის დროებითი საინჟინრო დანადგარების, აგრეგატების განთავსებაზე სამსახურის მიერ წერილობითი დასტურის გაცემა. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, ტექნიკური შეცდომის გამო 2019 წლის 16 აგვისტოს №4634113 გადაწყვეტილების პირველი აბზაცი არასწორად ჩამოყალიბდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის შესწორებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4634113 გადაწყვეტილების პირველი აბზაცი არასწორად ჩამოყალიბდა, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4634113 გადაწყვეტილებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4634113 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი ელექტრონული განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ეხება ქ. თბილისში, სექტორი - ნაძალადევი, თემქის დასახლება, XI მიკრო/რაიონში, I კვარტალში, (ნაკვეთი 1/47), შპს №5 კლინიკური საავადმყოფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის დროებითი საინჟინრო დანადგარების, აგრეგატების განთავსებას. პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება I კლასის სამუშაოებს, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა, სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განცხადების რეგისტრაცია №882019277207, მომზადების თარიღი: 19/04/2019, საკადასტრო კოდი: №01.12.04.001.047, ასევე საპროექტო ფოტომონტაჟი) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ადასტურებს ქ. თბილისში, სექტორი - ნაძალადევი, თემქის დასახლება, XI მიკრო/რაიონში, I კვარტალში (ნაკვეთი 1/47), შპს №5 კლინიკური საავადმყოფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის დროებითი საინჟინრო დანადგარების, აგრეგატების განთავსების შესაძლებლობას’’. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4634113 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 აგვისტოს №4634113 გადაწყვეტილებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 20 აგვისტო, 2019გადაწყვეტილება4639751 - თანხმობა
  3. 19 აგვისტო, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა