OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , გამზირი შოთა რუსთაველი , N 18

AR1702681ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება22 აგვისტო, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4644575
გადაწყვეტილების თარიღი
2 სექტემბერი, 2019
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ამირ ალლაჰ დად
დეველოპერი (ს/კ)
404934899

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.05.010.003.01.560
მესაკუთრე
შპს გიზა კაპიტალი (404934899)
ფართობი
67 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1702681
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
22 აგვისტო, 2019
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 სექტემბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული 2019 წლის 22 აგვისტოს AR1702681 განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. N18-ში არსებული შენობის ფასადზე სარეკლამო აბრების განთავსების საკითხს. გაცნობებთ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის N3/181 ბრძანების თანახმად, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზ. N18-ში არსებულ შენობა- ნაგებობას მინიჭებული აქვს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, თქვენს მიერ ჩასატარებელი სამუშაოები განეკუთვნება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენს მიერ არასწორად მოხდა განაცხადის დარეგისტრირება, რადგან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება და თქვენს მიერ განსახორციელებელი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ნომენკლატურაში: ელექტრონული განაცხადები>მშენებლობის ნებართვა>კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი>მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთანავე გაცნობებთ, რომ სარეკლამო აბრის მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები; კერძოდ, მე–4 მუხლის მე-2 პრიმა პუნქტის მიხედვით, "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას". სარეკლამო აბრებზე ორენოვანი წარწერის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონის, 25-ე მუხლის, მე-3 პუნქტი. კერძოდ: ,,ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი– შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით)“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე ნომენკლატურით სამსახური მოკლებულია საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას. სამსახური საკითხის განხილვას დაუბრუნდება საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის ნომენკლატურაში ატვირთვის შემდგომ.

    მეტის ჩვენება
  2. 2 სექტემბერი, 2019გადაწყვეტილება4644575
  3. 21 აგვისტო, 2019ფაილები აიტვირთა
  4. 21 აგვისტო, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა