OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, N 7

AR1702943რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება22 აგვისტო, 2019- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4648654
გადაწყვეტილების თარიღი
27 აგვისტო, 2019
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კარლო მშვიდობაძე
დეველოპერი (ს/კ)
201950228

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.006.011
მესაკუთრე
გოგა გულორდავა (P/N: *********28)
ფართობი
4 799 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1702943
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
22 აგვისტო, 2019
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 აგვისტო, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: განცხადებით მოგვმართავს სს „თიბისი ბანკი“ . წარმოდგენილი 10.01.2019 წლის მინდობილობით განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. შპს „მაგთიკომის“ 18.07 2019 წლის თანხმობა შენობის შესასვლელში აბრის მოწყობაზე მისაღებია. შპს „მობილფონის“ 13.08.2019 წლის თანხმობა შესასვლელ კარზე აბრის მოწყობაზე მისაღებია. განცხადებაზე წარმოდგენილია ასევე ფიზიკური პირების მიერ გაცემული თანხმომები (ან მათი მინდობილი პირების), რომელიც არაა სანოტარო წესით დამწმებული აქედან გამომდინარე არაა მისაღები საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობები მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებზე. გაითვალისწინეთ, რომ 28.11.2017 წლის #171384575 მინდობილობით სანდრო ღვინჯილიას სახელით გია ღვინჯილიას არ აქვს უფლებამოსილება გასცეს თანხმობა მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენლ იქნეს განახლებული მინდობილი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გიორგი გულორდავას მიერ გაცემულ მინდობილობას ვადა აქვს გასული. იმ შემთხვევაში თუ თანხმობის გაცემა მოხდება მინდობილი პირის მიერ გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ძალაში მყოფი. რაც შეეხება გიორგი ლატარიას და დავით ლატარიას მიერ გაცემულ მინდობილობას, გაითვალიწინეთ, რომ ზემოაღნიშნული პირების პირადი ნომრები და მინდობილობაში და საჯარო რეესტრის ამონაწერში არის სხვადასხვა, აქედან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში წარმოგენილ იქნეს იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ აღნიშნული პირები ერთიდაიგივეა. ამონაწერში ფიქსირდება სარგებლობები საჭიროა განიმარტოს და დადგინდეს ეხება თუ არა დაგეგმილი სამუშაოებით შპს „ნიუტელკო ჯორჯიას“ , შპს„ მალტისოფტის“ და შპს „სტასუსის“ სარგებლობაშუ არსებულ ფართებს, თუ ეხება საჭიროა იქნება მათი წესდების თანახმად უფლებამოსილი პირების მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული თანხმობები ( სანოტარო, ორგანიზაციის ბეჭდით ან ორგანიზაციის ტიტულოვან ფურცელზე შედგენილი) განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე. ..მოთხოვნის შინაარსი -> ..მოთხოვნის ტექსტი: მოთხოვნის შინაარსის ტექსტში ასახეთ საკადასტრო გეგმის მონაცემის მიხედვით რომელი შენობის შესასვლელი პორტიკის ნაწილში გეგმავთ სარეკლამო აბრის განთავსებას . გაითვალისწინეთ: დაცული იქნას "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)– განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობა, რომლითაც საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. აღნიშნულის გათვალისწინებით თქვენს შემთხვევაში დათვლილი უნდა იქნას პორტიკის, შესასვლელის არეალის მიერ მოკავებული საფასადე სიბრტყის ფართობი და სარეკლამო აბრის ფართობი (მათი პარამეტრების :სიგრძე და სიგანის მონაცემების მითითებით , მეტრებში) . გაითვალისწინეთ : რეკლამის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს საფასადე სიბრტყის ფართობის 20%–ს. დაზუსტებული ინფორმაცია დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ, გეცნობებათ მითითებული რეკომენდაციის გათვალისწინებით ატვირთული დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი

    მეტის ჩვენება
  2. 27 აგვისტო, 2019გადაწყვეტილება4648654
  3. 22 აგვისტო, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

დასკვნები და აზომვები1

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა