OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება ლილო , ქუჩა ჭირნახული , N 9 , (ნაკვ. 03/013)

AR1703300სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 აგვისტო, 2019- ლილო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4647621
გადაწყვეტილების თარიღი
27 აგვისტო, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან გოგია
დეველოპერი (ს/კ)
205143824

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.14.003.092
მესაკუთრე
შპს ,,ვესტ თრეველ" (205143824)
ფართობი
6 421 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1703300
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 აგვისტო, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 აგვისტო, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 აგვისტოს №4641788 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 26 აგვისტოს №AR1703300 განცხადებით მომართა ლევან გოგიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 21 აგვისტოს №4641788 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 აგვისტოს №4641788 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი - სამგორი, დასახლება ლილო, ქუჩა ჭირნახული, №9, (ნაკვ. 03/13) შპს „ვი თი ჯგუფი“-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.19.14.003.092), საწყობის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 21 აგვისტოს №4641788 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2019 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 21 აგვისტოს “-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2019 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 21 აგვისტოს“ ჩათვლით. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 12 აგვისტოს №AR1700093 განცხადებაზე მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 12 (თორმეტი) თვეზე. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში მშენებლობის ვადა დაფიქსირებულ უნდა იქნას „2019 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 აგვისტოს №4641788 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 21 აგვისტოდან 2020 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.“ სამსახურის 2019 წლის 21 აგვისტოს №4641788 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 აგვისტოს №4641788 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 აგვისტო, 2019გადაწყვეტილება4647621 - თანხმობა
  3. 26 აგვისტო, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

თანხმობები და ბრძანებები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა