ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 63
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4698828
- გადაწყვეტილების თარიღი
- 4 ოქტომბერი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნონა მაჭარაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 402004353
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.06.005.056
- მესაკუთრე
- შპს "ელზურო" (402004353)
- ფართობი
- 7 793 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.06.005.056საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1706031
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 10 სექტემბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 24 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4698828 - თანხმობა
- 4 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №4545924 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 10 სექტემბერს №AR1706031 განცხადებით მომართა ნონა მაჭარაშვილმა და მოითხოვა ცვლილების შეტანა სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №4545924 ბრანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №4545924 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გორგასლის ქუჩა, №63-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.18.06.005.056), მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებელი, კომერციული-სავაჭრო ობიექტები, ოფისები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4598199 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 22 ივლისიდან 2019 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. ქ .თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის 2019 წლის 04 სექტემბრის №ბ-10/01192041365-17 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ქ. თბილისში, სექტორი-კრწანისი, გორგასლის ქუჩა, №63-ში (ს/კ:№01.18.06.005.056) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალფუნქციური კომპლექსი- IV კლასი). საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: N 882019556537; მომზადების თარიღი: 11/07/2019) ქალაქ თბილისში, გორგასლის ქუჩა №63-ში, №01.18.06.005.056 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ელზურო’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402004353). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერიციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ,,ელზურო’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402004353) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ნონა მაჭარაშვილი, შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №4545924 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებზე არასწორად იქნა მითითებული ავტოსადგომის, კომერციული და საზაფხულო ფართობები და შესაბამისად, ითხოვს შეთანხმებული გეგმების ჩანაცვლებას 2019 წლის 10 სექტემბრის №AR1706031 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ №4545924 ბრძანებაში არასწორად აისახა საცხოვრებელი ფართობი და ითხოვს მის შესწორებას, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 10968.2კვ.მ-ის ნაცვლად 10965 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №4545924 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №4545924 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 25975.9კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 10 965 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №4545924 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 10 სექტემბრის №AR1706031 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №4545924 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის №4545924 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 სექტემბერი, 2019ქალაქის პასუხი
- 17 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
- 16 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
- 10 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა