OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ზურაბ საკანდელიძის ქუჩა, N 11-21-33

AR1706272სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 სექტემბერი, 2019- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4698140
გადაწყვეტილების თარიღი
3 ოქტომბერი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნატალია გლინსკაია
ორგანიზაცია
11824
დეველოპერი (ს/კ)
404982033

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.08.001.097
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "იბერია უძრავი ქონება" (205038546)
ფართობი
3 573 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1706272
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 სექტემბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4582998 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 12 სექტემბრის №AR1706272 განცხადებით მომართა ნატალია გლინსკაიამ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4582998 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან და მისამართის მითითებასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2019 წლის 10 ივლისის №4582998 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ზურაბ საკანდელიძის ქუჩა, N11-21-33-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.08.001.097), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი №7-ის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 10.07.2019 წ-დან 10.01.2020 წ-ის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4582998 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ხარვეზის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 2718.3კვ.მ-ის ნაცვლად 2717.9 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 449.7 კვ.მ-ის ნაცვლად 463.2 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 1106.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1096.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება მათზე მაჩვენებლების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ფართების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობიც და იგი შეადგენს 5804.8 კვ.მ-ს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4582998 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4582998 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 5804.8 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად 2717.9 კვ.მ, დამხმარე ფართობად 1096.2კვ.მ, საზაფხულო ფართობად 463.2 კვ.მ და ასევე აღნიშნულ ბრძანებაში საპროექტო ობიექტის მისამართად დაფიქსირდეს ქალაქი თბილისი, ზურაბ საკანდელიძის ქუჩა №11-21-23. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4582998 ბრძანებით შეთანხმებული -4.2 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს 2019 წლის 12 სექტემბრის №AR1706272 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4582998 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №4582998 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4698140 - თანხმობა
  3. 12 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
  4. 11 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა