ქალაქი თბილისი , ქუჩა დ. უზნაძე , N 14
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4693642
- გადაწყვეტილების თარიღი
- 1 ოქტომბერი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ჯოხაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405332135
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.16.05.001.023
- მესაკუთრე
- შპს "ბეტა ფროფერთიზ" (405332135)
- ფართობი
- 2 800 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.16.05.001.023საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1706999
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 18 სექტემბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 13 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 1 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 18 სექტემბერს №AR1706999 განცხადებით მომართა გიორგი ჯოხაძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი - ჩუღურეთი), უზნაძის ქ. №14-ში, შ.პ.ს. „ბეტა ჯგუფი“- ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.16.05.001.023), მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 25 აპრილიდან 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს ,,ბეტა ჯგუფი’’ (საიდენტიფიკაციო კოდი.: 405171996). წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებელი ითხოვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებას, კერძოდ, დამკვეთად შპს ,,ბეტა ჯგუფი’’-ს (საიდენტიფიკაციო კოდი.: 405171996) ნაცვლად შპს ,,ბეტა ფროფერთიზ’’ -ის (საიდენტიფიკაციო კოდი.: 405332135) დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, (განცხადების რეგისტრაცია: №882019748251; მომზადების თარიღი: 12/09/2019) ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩა №14-ში N 01.16.05.001.023 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ბეტა ფროფერთიზ’’ (საიდენტიფიკაციო კოდი.: 405332135). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ,,ბეტა ფროფერთიზ’’-ის (საიდენტიფიკაციო კოდი: 405332135) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი ჯოხაძე, შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ფარნაოზ ვარდიშვილს გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკამაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნას ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,ბეტა ფროფერთიზ’’ (საიდენტიფიკაციო კოდი.: 405332135). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 1 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4693642 - თანხმობა
- 18 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 2019-09-16_134709.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა