ქალაქი თბილისი , ქუჩა კოსტავა , N 80-82/2 , საბურთალოს ქუჩა N4, N6 , (ნაკვეთი N28/37)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4704816
- გადაწყვეტილების თარიღი
- 9 ოქტომბერი, 2019
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გივი სეთურიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205317548
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.028.037
- მესაკუთრე
- ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "სააკაძე-2007"
- ფართობი
- 2 164 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.028.037საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1707700
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 18 სექტემბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 9 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 18 სექტემბერს NAR1707700 განცხადებით მომართა გივი სეთურიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 31 დეკემბრის №1671610 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა კოსტავა, N80-82/2, საბურთალოს ქუჩა N4, N6, (ნაკვეთი N28/37) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.10.13.028.037) მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი, კომერციული) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა კოსტავა, N80-82/2, საბურთალოს ქუჩა N4, N6, (ნაკვეთი N28/37) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.10.13.028.037) მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი, კომერციული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2019 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. შესაბამისად, სამშნებელო სამუშაოები უნდა განხორციელებულ იყო ამ უკანასკნელის შესაბამისად. ზემოაღნიშნული ბრძანებებით დამკვეთს დაევალა 3 (სამი) წლის განმავლობაში (2017 წლის 31 დეკემბრამდე) პარკინგების მოწყობის უზრუნველყოფა წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ბინების რაოდენობის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, ალტერნატიულ ახლო მდებარე ადგილას, რომელიც ასევე საჭირო იყო შეთენმხებული ყოფილიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის გამო სამსახურის 2014 წლის 31 დეკემბრის №1671610 და 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებები, დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენენ ძალადაკარგულ აქტებს. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია +72.10 ნიშნულის გეგმაზე არსებული 352.1 კვ.მ. ტერასა. შესაბამისად, საზაფხულო ფართობად უნდა დაფიქსირდეს 2371.1 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურის მიერ საპროექტო დიკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის +72.10 ნიშნულის გეგმაზე არსებული ფართობი წარმოადგენს სახურავს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკური ხარვეზს და არ არსებობს ტექნიკური ხარვეზის გასწორების სამართლებრივი საფუძველი. ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია განცხადების დაკმაყოფილებისა და 2015 წლის 22 სექტემბრის №2199621 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4704816 - უარი
- 18 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 131 GEGMEBI.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა