ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, სტრაბონის ქუჩა, N 36
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4679815
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 სექტემბერი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მარინე ნებიერიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205342182
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.040.703
- მესაკუთრე
- ე.ს. ამხანაგობა კედელი (205342182)
- ფართობი
- 457 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.040.703საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1707790
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 სექტემბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 სექტემბერი, 2019გადაწყვეტილება4679815 - თანხმობა
- 27 სექტემბერი, 2019ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი #AR1707790 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, სტრაბონის ქუჩა #36 საკ. კოდზე #01.72.14.040.703; მშენებლობის ნებართვის გაცემას და ითხოვთ . პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2019 წლის 30 ივლისის # 4602914 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, დიდი დიღომი, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი # 01.72.14.040.703), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა, ასევე გაცნობეთ, რომ სამსახურში ამ ეტაპზე მშენებლობის ნებათვის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. ამასთან განგიმარტავთ, იმისათვის რომ დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილი „შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტი“-ზე ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგებით კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს. (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი შეიძლება მოგადგეთ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას თქვენს მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის(www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში. თქვენი მოთხოვნის საფუძველზე გიგზავნით 2019 წლის 30 ივლისის #4602914 ბრძანების ასლს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან გაცნობებთ, რომ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად - სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე უნდა შეიტანოთ ასლის გადაღების მოსაკრებელი - 4 ლარის და 50 თეთრის ოდენობით. აღნიშნული დოკუმენტაცია შეგიძლიათ გაიტანოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულიდან (სივრცე #4), შეტყობინების მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს, გატანის დროს საჭიროა წარმოადგინოთ აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. დანართი: 90 ფურცელი 1.მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში 2.მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა 3.ბანკის კოდი: TRESGE22 4.ანგარიშის ნომერი: 200122900 5.სახაზინო კოდი: 300773173 6.გადახდის დანიშნულება: საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი 4 ლ. და 50 თ.(#AR1707790 19.09.2019წ.)
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 19 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 2019_09_19_11_16_10.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა