OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 12

AR1708024კორექტირებასხვა დანიშნულება19 სექტემბერი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4683838
გადაწყვეტილების თარიღი
24 სექტემბერი, 2019
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მინდია ბურდული
დეველოპერი (ს/კ)
205034639

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.11.009.003.01.507
მესაკუთრე
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესი" (205034639)
ფართობი
71 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1708024
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
19 სექტემბერი, 2019
სახეობა
კორექტირება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 სექტემბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი _ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ობიექტები (საყვავილეები) არ ექცევა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებით განსაზღვრულ იმ ობიექტთა/სამშენებლო სამუშაოთა ნუსხაში, რომელთა მშენებლობა, მონტაჟი/დემონტაჟისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მშენებლობის ნებართვა ან წერილობითი დასტური. ამასთან აღნიშნულის განთავსება ხდება საკადასტრო საზღვრების გარეთ, რომლის შესაბამისად ზემოაღნიშნული ობიექტი ამოღებული იქნას საპროექტო დოკუმენტაციიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდეს მოთხოვნა ტექსტურ ნაწილში და ნომენკლატურის გრაფაში (რისთვისაც შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ ნომენკლატურის ცვლილების ღილაკით). ასევე ფოტომონტაჟი წარმოადგინეთ გზის საფარის დაგების / მოპიკეთების გარეშე, საპროექტო დოკუმენტაციაში ასახეთ მხოლოდ კორექტირებით დაგეგმილი სამუშაოები. რა დროსაც საჭიროა გაითვალისწინოთ _ -ფოტომონტაჟზე წარმოსახვითი საზღვრებით მონიშნეთ თქვენს საკუთრებაში არსებული ფართის ფასადი, მიუთითეთ გაბარიტული ზომები და აღნიშნულის შესაბამისად დაიანგარიშეთ საპროექტო აბრის პროცენტულობა; გაითვალისიწინეთ, რომ „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე–18 მუხლის მე–10 პუნქტის შესაბამისად, განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. აღნიშნულის შესაბამისად, დაანგარიშდეს სარეკონსტრუქციო ფასადისა და სარეკლამო აბრების პროცენტულობა და დატანილ იქნას ფოტომონტაჟზე. იმ შემთხვვევაში თუ კორექტირება ეხება ორივე ფასადზე განთავსებულ სარეკლამო აბრებს / ტაბლოს, საჭიროა თითოეულ ფასადზე ცალ-ცალკე იქნას დაანგარიშებული მათი პროცენტულობა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 24 სექტემბერი, 2019გადაწყვეტილება4683838
  3. 19 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

დასკვნები და აზომვები1

  • ამონაწერი და სარეკონსტრუქციო არეალი რიკო ექსპრესი.pdfგახსნა ↗

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა