OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა ერეკლე II , N 11 (ნაკ. N45/12)

AR1708291ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოებისხვა დანიშნულება23 სექტემბერი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4684645
გადაწყვეტილების თარიღი
25 სექტემბერი, 2019
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ეკატერინე სიყმაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
204566585

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ნონა წერეთელი
    პირადი ნომერი
    *********63
    ორგანიზაცია
    შ.პ.ს ,,პიკი''
    საიდენტიფიკაციო კოდი
    404927246
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ეკატერინე სიყმაშვილი
    პირადი ნომერი
    *********20
  • სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარული გრაფიკით
    სახელი
    ვალერიან მაისაშვილი
  • სპეციალისტიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსტრუქციული პროექტი
    სახელი
    თეიმურაზ გიორგობიანი
  • სპეციალისტიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა
    სახელი
    ო.ბენიანიძე
  • სპეციალისტიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიულ - არქიტექტურული კვლევა
    სახელი
    თათია ღვინერია

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.03.045.012
მესაკუთრე
შპს ''კაია გრუპ'' (204566585)
ფართობი
180 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1708291
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
23 სექტემბერი, 2019
სახეობა
ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 ოქტომბერი, 2019ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 7 ნოემბერი, 2019
  2. 25 სექტემბერი, 2019გადაწყვეტილება4684645
  3. 25 სექტემბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: 1.საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: წარმოადგინეთ როგორც არსებული, ასევე საპროექტო გენგეგმა. გენ-გეგმის ნახაზი შესრულებული უნდა იქნას პროექტის შემსრულებელი ორგანიზაციის ან/და ავტორის სატიტულო შტამპიან ფურცელზე, საპროექტო შენობის საკადასტრო გეგმასთან მიბმის მანძილების, ღერძების, ღერძებს შორის მანძილებისა და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების ჩვენებით. ასევე, აჩვენეთ საპროექტო ტერიტორიის გამწვანება (მასზე კვადრატულობის მითითებით) და კეთილმოწყობაც; 2.საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული დასკვნა ჩასატარებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ წარმოდგენილ იქნას კონსტრუქციული დასკვნა ჩასატარებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ შესაბამის ველში განმარტეთ ვის მიერ ხორციელდება სამუშაოები. თუ სამუშაოები შპს „პიკის“ მიერ ხორციელდება, მაშინ წარმოადგინოს შპს „პიკის“ მიერ განმცხადებელზე გაცემული მინდობილობა, ასევე იჯარის ხელშეკრულება და საჭიროების შემთხვევაში, შპს „კაია გრუპის“ თანხმობა. ხოლო მესაკუთრის მიერ სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, დამკვეთად შპს „კაია გრუპ“ დააფიქსიროს. ასევე, წარმოსადგენია იპოთეკარის თანხმობა, საჭიროების შემთხვევაში, თანხმობის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და ინგა ხელაიას სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. 3.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არქიტექტურული პროექტი -> .ძეგლის არქიტექტურული პროექტის pdf ფაილი: მიუთითეთ მოსაპირკეთებელი მასალის ფერები საერთაშორისო RGB ან RAL კოდების მიხედვით; წარმოსადგენია საპროექტო ა-ე ფასადი წარმოდგენილ იქნას განმარტებითი ბარათი ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებით და საპროექტო სამუშაოების სრული აღწერით. აღნიშნული წარმოსადგენია შემსრულებლის მიერ დამოწმებული სახით. წარმოდგენილი ანაზომები არ ემთხვევა რეალურ სიტუაციას, ასევე საჭიროა ნახაზზე არსებული გრაფიკული ხარვეზების აღმოფხვრა და სუფთა/გამართული ნახაზების წარმოდგენა 4.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსტრუქციული პროექტი -> .ძეგლის კონსტრუქციული პროექტის pdf ფაილი: წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ არის საპროექტო სამუშოებზე და არ ემთხვევა არქიტექტურულ პროექტს 5.მშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარული გრაფიკით. -> .მშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარული გრაფიკით pdf ფაილი.: გაცნობებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის შესაბამისად, ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშოები: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია. შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციაში "დემონტაჟი"–ს სამუშაოები არ უნდა იყოს ნახსენები; ამასთანავე განგიმარტავთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა". ამავე კანონის მე–3 მუხლის თანახმად: "ძეგლის რეკონსტრუქცია– დეტალურ სამეცნიერო კვლევებზე და ზუსტ ანაზომებზე დაყრდნობით, ახალი ან ძველი მასალით ან მათი კომბინაციის გამოყენებით, მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული ან დაშლილი ძეგლის ან მისი ფრაგმენტის პირვანდელი სახით ხელახლა აშენება" ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თქვენს მიერ მითითებული სადემონტაჟო სამუშაოები დაუშვებელია და მის ნაცვლად გათვალისწინებულ უნდა იქნას მხოლოდ კანონმდებლობით დასაშვები სამუშაოები. აღნიშნული მშენებლობის ორგანიზების პროექტი წარმოსადგენია შემსრულებლის მიერ დამოწმებული სახით. ვინაიდან სამშენებლო ღობის მოწყობა ხდება თქვენს საკადასტრო საზღვრებს გარეთ, წარმოდგენილ იქნას მესკურთის თანხმობა აღნიშნულთან დაკავშირებით. 6.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა -> .ძეგლის საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის pdf ფაილი: აღნიშნული ეხება არსებული შენობის სარდაფის სართულის ჰიდროსაიზოლაციო სისტემის მოწყობას. წარმოადგინეთ საპროექტო სამუშაოებთან მიმართებაში დამოწმებული სახით. განახლდეს დოკუმენტაცია 7.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიულ - არქიტექტურული კვლევა -> .ძეგლის ისტორიულ - არქიტექტურული კვლევის pdf ფაილი: წარმოდგენილი კვლევა გათვალისწინებულია სარდაფის რეკონსტრუქციის სამუშაოებზე და არა წარმოდგენილ პროექტზე. 8.არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: აღნიშნული სურათები წარმოდგენილი იყო AR1699445 განაცხადზე და თარიღი არ შეესაბამება რეალობას. წარმოდგენილ იქნეს დღეის მდგომარეობის ამსახველი განახლებული ფოტოსურათები გადაღებული ახლო და შორი ხედებით ერთიანი იერსახის დაფიქსირებით. (დათარიღებული სახით) ფოტოები უნდა იყოს შენობის ორივე მხრიდან გადაღებული. გაითვალისწინეთ, უკვე წარმოდგენილი სურათების თარიღის შეცვლა/თარიღის დაწერა არ არის მისაღები. 9.ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : მიუთითეთ მოსაპირკეთებელი მასალის ფერები საერთაშორისო RGB ან RAL კოდების მიხედვით; გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  4. 22 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა
  5. 20 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

დასკვნები და აზომვები2

სხვა ფაილები6

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა