OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , შანდორ პეტეფის N15 , წულუკიძის N20 , თბოსადგურის მიმდებარედ , (ნაკვეთი N 005/033)

AR1710038სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 სექტემბერი, 2019
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4720959
გადაწყვეტილების თარიღი
22 ოქტომბერი, 2019
შედეგი
სხვა
მშენებლობის ვადა
29 ოქტომბერი, 2018 – 29 ოქტომბერი, 2020
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გურამ თავაძე
დეველოპერი (ს/კ)
405184697

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.10.005.088
მესაკუთრე
შპს "ურბან დეველოფმენთს" (405184697)
ფართობი
2 095 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1710038
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
30 სექტემბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
22 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 22 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი

    2019 წლის 30 სექტემბრის №AR1710038 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის განსაზღვრის და დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 30 სექტემბერს №AR1710038 განცხადებით მომართა გურამ თავაძემ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ისანი, შანდორ პეტეფის ქუჩა №15, წულუკიძის ქუჩა №20-ში, (ს/კ N01.17.10.005.088) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 29 ოქტომბრის №4237751 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულის შესწორებას, კერძოდ: განმცხადებელს სურს ავტოსადგომების ფართობად 1691.6კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს 1719,20კვ.მ, ასევე განმარტავს, რომ 2018 წლის 19 ივნისის №4022939 ბრძანებით შეთანხმებული გეგმებზე საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობები არასწორად იქნა მითითებული და ითხოვს აღნიშნულის შესწორებას. იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საჭიროა გეგმებზე სქემატურად დაფიქსირდეს რომელია გარე ავტოსადგომი და რომელი ავტოსადგომი შედის შენობის ფართში. ასევე, საჭიროა, განიმარტოს რომელი ავტოსადგომები იგულისხმება გადახურულ ავტოსადგომებში და ცალკ-ცალკე დაფიქსირდეს გარე ავტოსადგომების და შენობაში არსებული ავტოსადგომების საერთო ფართები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია, კერძოდ, საჭიროა გეგმებზე სქემატურად დაფიქსირდეს რომელია გარე ავტოსადგომი და რომელი ავტოსადგომი შედის შენობის ფართში. ასევე, საჭიროა, განიმარტოს რომელი ავტოსადგომები იგულისხმება გადახურულ ავტოსადგომებში და ცალკ-ცალკე დაფიქსირდეს გარე ავტოსადგომების და შენობაში არსებული ავტოსადგომების საერთო ფართები. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2019 წლის 30 სექტემბრის №AR1710038 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 22 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4720959 - სხვა
  3. 30 სექტემბერი, 2019ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა