ქალაქი თბილისი, წყნეთის გზატკეცილი, N 15
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4713440
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 ოქტომბერი, 2019
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნიკა ბულია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405129613
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.07.004.068
- მესაკუთრე
- შპს "ვივა ბაგები" (405129613)
- ფართობი
- 2 373 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.07.004.068საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1711711
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 8 ოქტომბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 08 ოქტომბერს NAR1711711 განცხადებით მომართა ნიკა ბულიამ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, წყნეთის გზატკეცილი, N17-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, წყნეთის გზატ. N15/ ქალაქი თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი, N17 თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.14.07.004.068), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 24 იანვრიდან 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 29 იანვრის №3796857 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: დამხმარე ფართობი: 314.5 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობი: 7265.0 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 09 იანვრის №4329259 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 9 იანვრიდან 2020 წლის 9 იანვრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანების ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, განმარტავს, რომ საოფისე ფართობი 597.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 719.4 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1176.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1051.0 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი 15635.6 კვ.მ-ის ნაცვლად 15632.8 კვ.მ. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია +4.050 ნიშნულის შეცვლილი გეგმა. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი განცხადებით ხორციელდება ფუნქციის და გეგმარების ცვლილება, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის საფუძველს. აღნიშნული საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №3790093 ბრძანებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4713440 - უარი
- 8 ოქტომბერი, 2019ფაილები აიტვირთა
- 8 ოქტომბერი, 2019ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
დასკვნები და აზომვები1
- გეგმა+ამონაწერი.rarგახსნა ↗
სხვა ფაილები1
- ბაგები - კორექტირებული პირველი სართული (3).pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა