OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 63

AR1712508სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 ოქტომბერი, 2019- კრწანისი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4712510
გადაწყვეტილების თარიღი
16 ოქტომბერი, 2019
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნონა მაჭარაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
402004353

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.06.005.056
მესაკუთრე
შპს "ელზურო" (402004353)
ფართობი
7 793 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1712508
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 ოქტომბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4598199 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 11 ოქტომბრის №AR1712508 განცხადებით მომართა ნონა მაჭარაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4598199 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4598199 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი კრწანისი, ქუჩა გორგასალი , N 63-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.18.06.005.056), 2019 წლის 21 ივნისის N4545924 ბრძანებით შეთანხმებული მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებელი, კომერციული-სავაჭრო ობიექტები, ოფისები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 22 ივლისიდან 2019 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4598199 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია ჩანაწერი: „და გაცემულად ჩაითვალოს სანებართვო მოწმობა“. შესაბამისად, ითხოვს მის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4598199 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „1. გაიცეს ქ. თბილისში, სექტორი კრწანისი, ქუჩა გორგასალი, N63-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.18.06.005.056), მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებელი, კომერციული-სავაჭრო ობიექტები, ოფისები) შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცმეულად ჩაითვალოს სანებართვო მოწმობა.“ სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4598199 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 ივლისის №4598199 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 16 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4712510 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა