OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ვარკეთილი 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელი რაიონს შორის., (ნაკვეთი N14/161) ; ქალაქი თბილისი , ვარკეთილი 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელი რაიონს შორის., (ნაკვეთი N14/162)

AR1713792სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება21 ოქტომბერი, 2019- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
4719764
გადაწყვეტილების თარიღი
22 ოქტომბერი, 2019
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით ჭუმბურიძე
დეველოპერი (ს/კ)
406112601

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.36.014.780
მესაკუთრე
შპს "დავიდე" (406112601)
ფართობი
2 763 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1713792
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
21 ოქტომბერი, 2019
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 22 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი, 2019 წლის 21 ოქტომბრის AR1713792 განცხადება, რომლითაც ითხოვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას. სამსახურში არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 09 იანვრის № 3011633 ბრძანებით, მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ვარკეთილი 2-სა და ვაზისუბნის საცხოვრებელი რაიონს შორის., (ნაკვეთი N14/161) (საკადასტრო კოდი: #01.19.36.014.539, 01.19.36.014.162) (ფართობი: 2413.00 კვ.მ; 350.00 კვ.მ ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებელი ითხოვს 2017 წლის 09 იანვრის № 3011633 ბრძანებით, დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას და საპროექტო ობიექტის ფუნქციად ფუნქციური დანიშნულება მიუთითოთ მრავალფუნქციური შენობის დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, შეიცვალა სამშენებლო მარეგულირებელი ნორმები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების წესები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცდა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“. ზემოაღნიშნული წესებით განისაზღვრა ძირიდათი რეგლამენტები რომლებიც უზრუნველყობს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და ამოცანების აღსრულებას. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კუტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე, სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა და მოთხოვნილი ცვლილება, იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ცვლილების განხორციელება, რამეთუ აღნიშნული წარმოადგენს ისეთი არსებითი ხასიათის ცვლილებას, რაზეც სამსახურის მიერ მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება, როგორც კონკრეტული მიწის ნაკვეთის განაშენიანების არეალი ასევე ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც დღეს მოქმედი განაშენიანების რეგულირების წესებით არის დამტკიცებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება 2017 წლის 09 იანვრის № 3011633 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. გაცნობებთ, აღნიშნულ განაცხადზე გადახდილი დაჩქარებული მომსახურების საფასურის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი მოთხოვნით მომართოთ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და განცხადებას თან დაურთოთ ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც მოხდება თანხის დაბრუნება.

    მეტის ჩვენება
  2. 22 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4719764 - უარი

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა