ქალაქი თბილისი , ქუჩა ვეკუა , N 3
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 4731465
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 ოქტომბერი, 2019
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი მახარაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204383443
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.03.011.001
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "საქართველოს სავაჭრო ცენტრი" (204383443)
- ფართობი
- 4 360 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.03.011.001საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1715419
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 29 ოქტომბერი, 2019
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 ოქტომბერი, 2019ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 06 დეკემბრის №4285136 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 29 ოქტომბერს №AR1715419 განაცხადით მომართა გიორგი მახარაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 06 დეკემბრის №4285136 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 06 დეკემბრის №4285136 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, ვეკუას ქ. N3-ში, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.18.03.011.001) არსებულ შენობაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობა. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს სამსახურის 2018 წლის 06 დეკემბრის №4285136 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882019475982, მომზადების თარიღი: 21/06/2019 16:57:05) თანახმად, N01.18.03.011.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სს „საქართველოს სავაჭრო ცენტრი“ (204383443) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B18051784, მომზადების თარიღი: 10/05/2018 13:06:04), სს „საქართველოს სავაჭრო ცენტრი“-ს (204383443) დირექტორს წარმოადგენს თათა სახელაშვილი (პ/ნ: 01024015149). სამსახურში წარმოდგენილია თათა სახელაშვილის (პ/ნ: 01024015149) მიერ, შპს „არქიტერია“-ს (405292295) სახელზე გაცმეული, 2019 წლის 24 სექტემბრის N12 მინდობილობა. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B19060546, მომზადების თარიღი: 30/05/2019 11:33:39), შპს „არქიტერია“-ს (405292295) დირექტორს წარმოადგენს გიორგი მახარაშვილი (პ/ნ: 01008013979). განმცხადებლის მიერ 2019 წლის 01 ოქტომბრის NAR1710050 განცხადებით სამსახურში წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, საიდანაც ირკვევა რომ 2018 წლის 06 დეკემბრის №4285136 გადაწყვეტილების საფუძველზე სამშენებლო საუშაოები ნაწარმოები არ არის. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს გიორგი მახარაშვილის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2018 წლის 06 დეკემბრის №4285136 გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს გიორგი მახარაშვილის 2019 წლის 29 ოქტომბრის №AR1715419 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 06 დეკემბრის №4285136 გადაწყვეტილება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 ოქტომბერი, 2019გადაწყვეტილება4731465 - თანხმობა
- 29 ოქტომბერი, 2019ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა